|
2020-03-07 15:52:46, 2319 ნახვა
საზოგადოება
„თავისუფალი დემოკრატები“ „აჭარის ტელევიზიაზე“ - ხელისუფლება ერევა დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაში და მაქსიმალურად ზღუდავს თავისუფალ აზრს
"თავისუფალი დემოკრატები" ყოველთვის ვიყავით, ვართ და მომავალშიც ვიქნებით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, მედიის დამოუკიდებლობის სადარაჯოზე. აღნიშნულის შესახებ განცხადებას "თავისუფალი დემოკრატები" ავრცელებენ. მათი თქმით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმიდინარე პროცესები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, ერევა დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაში და მაქსიმალურად ზღუდავს თავისუფალ აზრს. "რეპრესიული მანქანა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აამოქმედა. ხელისუფლებას სურს, რომ მედიაში არ ან ნაკლებად ისმოდეს კრიტიკული აზრი და განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. თანამშრომელთა გათავისუფლება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და ამის წარმოჩენა ე.წ. რეფორმად კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება ებრძვის არა მხოლოდ კრიტიკულად განწყობილ, პროფესიონალ ინდივიდებს, არამედ, ინსტიტუციებსაც. დეინსტიტუციონალიზაცია არის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების "რუსული ოცნება" და მისი - ივანიშვილის მიზანია, საქართველოს რუსულ სივრცეში დაბრუნება. ,,თავისუფალი დემოკრატები" მხარს ვუჭერთ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა თანამშრომელს, მათ შორის, უპირველესად, სამსახურიდან უსამართლოდ გათავისუფლებულებს. ჩვენ არ გვჯერა, რომ კონკრეტული მენეჯერები შეცვლიან გადაწყვეტილებებს, მაგრამ გვჯერა, რომ საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობისათვის აუცილებელია კრიტიკული აზრი, თავისუფალი სიტყვა და დამოუკიდებელი მედია", - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, გუშინ „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მთავარი სიანფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)