09:54 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-06 00:29:06, 1640 ნახვა

საზოგადოება
ბენეფიციართა უსაფრთხოების მიზნით, უფასო სასადილოები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და ბენეფიციართა უსაფრთხოების მიზნით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის განკუთვნილი უფასო სასადილოები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება.

ყოველდღიური დასუფთავების გარდა, სადეზინფექციო სამუშაოები დედაქალაქის ათივე რაიონში მდებარე სასადილოებში ტარდება. პარალელურად, დეზინფექცია უტარდება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებულ ყველა ტიპის საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

მუნიციპალური ობიექტებისა და ტრანსპორტის დეზინფიცირების რეკომენდაცია კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან გაიცა. ბოლო დღეების განმავლობაში, დეზინფექცია „თბილსერვის ჯგუფის“ მოვლა-პატრონობაში არსებულ 54 მიწისქვეშა გადასასვლელს და თბილისის საჯარო საბავშვო-ბაგა ბაღებს ჩაუტარდა, სადაც პრევენციის მიზნით, არდადეგები გამოცხადდა.

თბილისის მერის დავალებით, საპროფილაქტიკო ღონისძიებები ასევე, ტარდება თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებში. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა დედაქალაქის მერიის მოქალაქეთა მისაღები და სახელოვნებო სკოლები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics