|
2015-08-03 17:21:12, 917 ნახვა
ეკონომიკა
„ვისოლის“ და „ვიანორის“ ერთობლივი აქცია დაიწყო
„ვისოლის“ და „ვიანორის“ ერთგული მომხმარებლებისათვის წამახალისებელი აქცია დაიწყო. 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ყველა ვინც ჩაასხამს 50 ლარის ან მეტი ღირებულების ნებისმიერი მარკის საწვავს (გარდა გაზისა) „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე, საჩუქრად მიიღებს ვაუჩერს, რომლითაც შესაძლებლობა ექნება ერთჯერადად ისარგებლოს 10%-იანი ფასდაკლებით „ვიანორის“ ქსელში ნებისმიერი სახის საქონელსა და მომსახურებაზე. აგრეთვე, ვაუჩერის მფლობელები „ვიანორის“ ავტომომსახურების ცენტრებში საჩუქრად მიიღებენ 1 ცალ 1 ლიტრის მოცულობის საქარე მინის საწმენდ სითხეს. ვაუჩერების განაღდება შესაძლებელია 30 სექტემბრის ჩათვლით. „„ვისოლსა“ და „ვიანორს“ სურს მადლობა გადაუხადოს მომხმარებელს ერთგულებისათვის და უმაღლესი ხარისხის პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზების გარდა, ცდილობს წამახალისებელი აქციებით სასიამოვნო ურთიერთობების გამოცდილება მისცეს. „ვისოლისა“ და „ვიანორის“ საჩუქარი 10%-იან ფასდაკლებასთან ერთად, რომელიც ნებისმიერ პროდუქტსა და მომსახურებაზე ვრცელდება, განსაკუთრებულად საჭირო და სასიამოვნო ზაფხულის სეზონზე, როცა მოგზაურობა აქტუალური და ყველაზე სასიამოვნოა“, - აცხადებს „ვიანორის“ დირექტორი დათო წინწკალაძე. 10%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი ერთჯერადია და მისი განაღდება შესაძლებელია 30 სექტემბრის ჩათვლით „ვიანორის“ ნებისმიერ მომსახურების ცენტრში. ცნობისთვის, დღესდღეობით “ვიანორ ჯორჯია” ავტომომსახურების ცენტრების ყველაზე ფართო ქსელის მფლობელია საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის „ტოტალის“, „ფინას“, “ტექსაკოს”, “შევრონისა” და „ეკოს“ საავტომობილო ზეთებს, „ნოკიანისა“ და „პირელის“ ბრენდის საბურავებს, „დეტას“ აკუმულატორებს, „ფრამის“ საავტომობილო ფილტრებს, „ვალეოს’’ საავტომობილო პროდუქტებს და სხვა ავტო აქსესუარებს. “ვიანორის” სერვის ცენტრები მომხმარებელს ვულკანიზაციისა და ბალანსირების სრული მომსახურებით უზრუნველყოფს. “ვისოლ ჯგუფმა” ავტოტექმომსახურების მსოფლიო ბრენდის - ,,ვიანორისაგან” საქართველოში ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება 2012 წელს მოიპოვა და მის მფლობელობაში უკვე არსებული „ვისოლ ავტო ექსპრესის“ ქსელის რებრენდინგი დაიწყო. “ვიანორი” Nokian Tyres-ის ჯგუფის წევრია, რომელიც მსოფლიოს 24 ქვეყანაში 1000-ზე მეტ ავტომომსახურების ცენტრს ფლობს.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)