13:14 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-02 22:45:04, 1693 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიის მოქალაქეთა მისაღებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

კორონავირუსთან დაკავშირებით, საპროფილაქტიკო ღონისძიებები ტარდება თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებში. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა დედაქალაქის მერიის მოქალაქეთა მისაღები.

„ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდება ყველა სერვისცენტრის, მათ შორის, მერიის მოქალაქეთა მისაღების სადეზინფექციო სამუშაოები. მუნიციპალური სივრცეები, სადაც ჩვენი მოქალაქეები იღებენ სხვადასხვა სახის  მომსახურებას, იქნება სათანადო წესით დამუშავებული“, - განაცხადა თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა.

სადეზინფექციო სამუშაოები ასევე ყოველდღიურად ტარდება დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვეტერანი სენატორი, რესპუბლიკელი ლინდსი გრემი გარდაიცვალა
ჩერგოლეიშვილი – ღნავიან, სასამართლოს დაწვის ამოცანით შენობაში შეჭრილ ელისაშვილს ამდენი წელი რატომ მიუსაჯესო, ამ უპასუხისმგებლო არსების ჰეროიზაციას ახდენენ
წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ზარალი იქნება დიდი – კახეთის რწმუნებული ადიდებულ მდინარეზე
თელავში უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლებისა და შენობების პირველი სართულები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics