|
2020-03-02 14:46:08, 1357 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - მოქალაქეებმა, რომლებიც არ არიან კარანტინში გადასაყვანნი, დაიცვან თვითიზოლაციის წესები
„მივმართავ ჩვენს თანამოქალაქეებს, თუ ისინი არ არიან მათი მონაცემებით კარანტინში გადასაყვანი, დაიცვან თვითიზოლაციით წესები“, - ამის შესახებ დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, თვითიზოლაციის არარსებობის შემთხვევაში აუცილებელია მოქალაქეების საკარანტინო ზონაში მოთავსება 2 კვირის განმავლობაში. „მივმართავ ჩვენს თანამოქალაქეებს, თუ ისინი არ არიან მათი მონაცემებით კარანტინში გადასაყვანი, დაიცვან თვითიზოლაციის წესები. თუ თვითიზოლაციის საშუალება არ არის, მაშინ აუცილებელია მათი მოთავსება კარანტინში 2 კვირის განმავლობაში. ქვეყანაში მარაგები იმისთვის, რომ ჩვენ ყველა საჭირო დიაგნოსტიკური პროცედურა ჩავატაროთ, ძალიან დიდი დატვირთვით მუშაობს ლუგარის ცენტრი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. გამყრელიძე გუშინ, ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გასულ გადაცემას „კვირის აქცენტები“ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიმართ გადაცემის წამყვანის, ნიკა გვარამიას მხრიდან შეურცხყოფა და უსაფუძვლო კრიტიკა მოდიოდა. მინდა ყველა ჩემს თანამშრომელს, ეპიდემიოლოგებს, მთლიანად ცენტრს, ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლებს გადავუხადო დიდი მადლობა ამ თავდაუზოგავი შრომისთვის. ისინი არ არიან ღირსნი იმ კრიტიკისა, რომელიც გუშინ, ჩემდა სამწუხაროდ, ზოგიერთმა არხმა გააჟღერა და იმ შეურაცხყოდისა, რაც მომაყენეს პირადად მე, ჩემს გუნდს და მთლიანად დაავადებათა კონტროლის ცენტრს, თითქოს ჩვენ არ ვიყავით სათანადოდ მზად კორონავირუსისთვის, თავს ვარიდებთ ხალხთან საუბარს. დამიდასტურეთ, გესაუბრებით ყოველდღე? გიმალავთ რამეს? არის რომელიმე კითხვა, რომელზედაც მე თქვენ პასუხს არ გცემთ? ვიყავით იმის ღირსი დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რაც ჟღერდება ამასთან დაკავშირებით? ამაზე საუბარი არ მინდოდა, მაგრამ ის, რაც გუშინ ბატონმა ნიკა გვარამიამ იკადრა პირადად ჩემს მიმართ ახალი არ არის. ცუდია, როცა ამას დაუმსახურებლად გიკეთებენ. გუშინ, პირადად მან ბევრი ტალახი ისროლა ჩემს მიმართ. მინდა მადლობა ვუთხრა იმ ექიმებს, რომლებიც გადაცემაში იჯდნენ და მას არ აყვნენ. ისინი არიან მაღალპროფესიონალი ხალხი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ვეტერანი სენატორი, რესპუბლიკელი ლინდსი გრემი გარდაიცვალა
ჩერგოლეიშვილი – ღნავიან, სასამართლოს დაწვის ამოცანით შენობაში შეჭრილ ელისაშვილს ამდენი წელი რატომ მიუსაჯესო, ამ უპასუხისმგებლო არსების ჰეროიზაციას ახდენენ
წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ზარალი იქნება დიდი – კახეთის რწმუნებული ადიდებულ მდინარეზე
თელავში უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლებისა და შენობების პირველი სართულები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)