13:48 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-28 13:49:37, 1055 ნახვა

საზოგადოება
სოფელ დიღომში 6 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე სკვერი ეწყობა

სოფელ დიღომში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. შესაბამისი სამუშაოები საბურთალოს გამგეობის მიერ 6 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდება.

პროექტის შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ზონა მოეწყობა, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდება. ასევე, მოეწყობა LED განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები და საპარკე ინფრასტრუქტურა განთავსდება. ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგვება.

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„სოფელ დიღომში დასასვენებელი სივრცეების ნაკლებობაა. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა გადავწყვიტეთ. უახლოეს მომავალში, ადგილობრივები

კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცით ისარგებლებენ, სადაც გართობისა და დასვენებისთვის ყველა პირობა იქნება შექმნილი“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სკვერის მოსაწყობად საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 429 937 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს კომპანია  „გრინსერვის+“ აწარმოებს.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს აღნიშნულ მისამართზე სპორტული მოედანი მოეწყო და ტრენაჟორები დამონტაჟდა.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics