13:48 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-28 12:10:06, 946 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე 2 პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე,  სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ყვარლის სატყეო უბნის უფროსი გ.ა. და ამავე სატყეო უბნის სპეციალისტი გ.ფ. დააკავეს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სუსმა განუცხადა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა მოქალაქეს მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ტყის ფონდის 6 თვით საძოვრად გადაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით ფულადი თანხა გამოართვეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7- დან 11 წლამდე).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics