|
2020-02-20 13:23:12, 1004 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: 2019 წელს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
„2019 წელს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა",- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, პროგნოზთან შედარებით გადაჭარბება, ძირითადად, კაპიტალური პროექტების მაღალი შესრულების ხარჯზე მოხდა. „2019 წელს კაპიტალური ხარჯების ათვისების პროგნოზი 3 მილიარდ 710 მილიონ ლარს შეადგენდა. დონორების დაფინანსებული პროექტებისა და მუნიციპალური პროექტების გადაჭარბებით შესრულების ხარჯზე, შესაძლებელი გახდა 470 მილიონი ლარით მეტის ათვისება. მთლიანობაში, კაპიტალურ ხარჯებზე 2019 წელს მიიმართა 4 მილიარდ 180 მილიონ ლარზე მეტი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. როგორც მან აღნიშნა, 2019 წელს ათვისება არა ავანსების, არამედ სამშენებლო სამუშაოების მოცულობის მაღალი შესრულების ხარჯზე მოხდა. მისი თქმით, 2016 წელთან შედარებით, სახელმწიფო ინვესტიციების მოცულობა, თითქმის გაორმაგებულია, რაც არ მომხდარა ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის ხარჯზე. „პირიქით, ბიუჯეტის დეფიციტს კლებადი ტენდენცია აქვს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 2019 წელს გვქონდა მისი ისტორიული მინიმუმი", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)