|
2020-02-19 13:58:41, 1270 ნახვა
ეკონომიკა
2019 წლის IV კვარტალში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4%-ით შემცირდა
„2019 წლის IV კვარტალში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4%-ით შემცირდა“, - ამის სესახებ იფნორმაციას საქსტატი აქვეყნებს. მათივე ცნობით, 2019 წლის IV კვარტალში დასაქმების დონე ქალებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო კაცებში უცვლელი დარჩა. „2019 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 10.9 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის IV კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 61.7 პროცენტი შეადგინა. უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2019 წლის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში 2.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 0.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2019 წლის IV კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 2.4 პროცენტული პუნქტით აღემატება ქალების შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია როგორც ქალებში, ისე კაცებში, შესაბამისად 1.4 და 1.6 პროცენტული პუნქტით. 2019 წლის IV კვარტალში დასაქმების დონე ქალებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო კაცებში უცვლელი დარჩა“, - წერს საქსტატი.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)