01:31 - 26 May, 2020
2020-02-14 15:40:27, 648 ნახვა

საზოგადოება
თბილისში 1649 პირი უსახლკაროა, სტატუსის მაძიებელთა რიცხვი - მზარდი, გადაწყვეტილებები - დაგვიანებული

„თბილისში 1649 პირი უსახლკაროა, სტატუსის მაძიებელთა რიცხვი - მზარდი, გადაწყვეტილებები - დაგვიანებული“, - ამის შესახებ კვლევას  „ახალგაზრდა ადვოკატები“ აქვეყნებენ.

მათივე ცნობით, საბიუჯეტო მაჩვენებლებით, „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა პროგრამის ფარგლებში“, მოქალაქეებისთვის გათვალისიწნებულია 6 727 000 ლარი.

„2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, უსახლკარო სტატუსი 1649 პირს მიენიჭა. უნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაცია და თავშესაფრით/საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხორციელდება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გათვალისწინებული „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის მოვლა-პატრონობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, რაც შეადგენს 1 314 800 (ერთი მილიონ სამას თოთხმეტი ათას რვაასი) ლარს, ხოლო ამავე საბიუჯეტო მაჩვენებლებით, „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა პროგრამის ფარგლებში“, გათვალისიწნებულია 6 727 000 (ერთი შვიდი მილიონ შვიდასოცდაშვიდი) ლარი, რაც წარმოადგენს ქ. თბილისის 10 მუნიციპალიტეტზე გადანაწილებულ ფინანსურ მაჩვენებელს. მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის N37-14 დადგენილებით დამტკიცებული წესი განსაზღვრავს პირის/ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებს და თავშესაფრით/საცხოვრისით დაკმაყოფილების პირობებს. შესაბამისად, აღნიშნული წესის თანახმად, უსახლკარო პირის/ოჯახის სტატუსის მინიჭება დამოკიდებულია გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე. აღსანიშნავია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში, ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 1 თავშესაფარი, რომელიც მდებარეობს ლილოს დასახლებაში. ასევე, მუნიციპალიტეტის საზღვრებში ფუნქციონირებს 3 სოციალური საცხოვრისი.

ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, რომელიც საჭიროებს დახმარებას, მიმართონ ადგილობრივ თვითმმართველობებს“, - ვკითხულობთ „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებაში.

ცნობისთვის, ორგანიზაციამ საკითხზე ინფორმაციის მიღებისთვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას 2020 წლის 17 იანვარს მიმართა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

17 მაისის ონლაინ დემონსტრაცია












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics