04:01 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-14 12:39:09, 824 ნახვა

საზოგადოება
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით რეგიონული შეხვედრები გრძელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა  რეგიონის  თვითმმართველობის  წარმომადგენლებთან შეხვედრები იმართება.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის თვითმმართველობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით მორიგი შეხვედრა მცხეთაში ჩატარდა.

მონაწილეებს  სიტყვით მცხეთა-მთიანეთის  რეგიონის  სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ   და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების  სააგენტოს დირექტორის   მოადგილემ გიორგი ჯიბლაძემ მიმართეს.

გიორგი ჯიბლაძემ  თავის გამოსვლაში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს  პროექტებში ადგილობრივი  ფერმერების ინფორმირებისათვის  თვითმმართველობის ჩართულობის  მნიშვნელობაზე ისაუბრა და რეგიონში სააგენტოს საქმიანობა შეაჯამა.

აგრარული სექტორის განვითარების ხელშეწყობის, მაღალმთიანი დასახლებების გაძლიერებისა და ადგილობრივი მეწარმეებისა და ფერმერების მხარდაჭერის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, 2019 წელს, მცხეთა-მთიანეთში სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამა განახორციელა. დაფინანსების ჯამურმა მოცულობამ 12 მილიონამდე ლარი შეადგინა. რეგიონის მასშტაბით დაახლოებით 26 ჰექტარი ფართობის ბაღი გაშენდა. შესრულდა სამელიორაციო სამუშაოები და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სახნავ-სათესი მიწების გასარწყავების შესაძლებლობა.

შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების  წარმომადგენლებმა  მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.    

შეხვედრებზე სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ განხორცილებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მექანიზმებზე იმსჯელეს.

შეხვედრებს ორგანიზებას სამინისტროს უწყება - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო უწევს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics