01:18 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-12 10:54:23, 907 ნახვა

საზოგადოება
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ დიცში ტრენინგები ჩატარდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელი დიცის საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგი „გარემოსდაცვითი განათლება საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის“.

ტრენინგში მონაწილეობდნენ  გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ დიცის, არბოს, მერეთისა და კარბის სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლები.

ვიზიტის მიზანი გამყოფი ხაზის სოფლებში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებისთვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლების შესახებ ტრენინგების გამართვა იყო.

ტრენინგზე შეკრებილ საზოგადოებას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მიმართა და გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა. ცენტრის დირექტორი გამყოფი ხაზის სოფლების საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში დახმარებას და სამომავლო თანამშრომლობას დაპირდა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი განათლების  ხელსეწყობის ფარგლებში გააგრძელებს საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას  გამყოფი ხაზის მიმდებარებ მდებარე სოფლების სასწავლო დაწესებულებებისთვის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics