|
2020-02-11 16:23:15, 16559 ნახვა
High - Tech
iPhone 11 Pro vs Samsung Galaxy S10 - ახალი შესაძლებლობები
ეფლმა iPhone 11 Pro სექტემბერში გამოჩენისთანავე დაიპყრო მომხმარებლის გულები. ის უბრალოდ მშვენიერია, მიუხედავად იმისა რომ განახლდა გარე კამერები, დიზაინის მხრივ ისევ სდევს iPhone x – ის დახვეწილობა. ეს უდავოდ საუკეთესო iOS ტელეფონია და მის მთავარ კონკურენტად მოიაზრება ანდროიდის საუკეთესო წარმომადგენელი Samsung Galaxy S10. ორივე ეს მოდელი თავისი წინამორბედი მოდელების უკეთესი ვერსიაა, რაც სწორედ იმას ნიშნავს რომ ამ ბრენდის საუკეთესო, უახლეს პროდუქტს წარმოადგენს. დიზაინის კუთხით ორივე თითქმის ზუსტად ისე გამოიყურება როგორც წინა მოდელები, თუმცა უნდა აღინიშნოს სამსუნგს უფრო დიდი რეზოლუციის ეკრანი აქვს ვიდრე აიფონს. პირველი თვალშისაცემი განსხვავება ამ ორ მოდელს შორის არის კამერები. სამსუნგმა გადაწყვიტა ჰორიზონტალურ ზოლში დაალაგოს კამერები, ხოლო აიფონმა ჩასვა ისინი ოთხკუთხედში. ბევრი თვლის რომ ამ სილამაზის კონკურში სამსუნგი იგებს. IPhone 11 Pro –ის 5.8 დიუმიანი OLED ეკრანი უფრო ფართედ გამოიყურება ვიდრე ოდესმე, სამსუნგმა კი გადაწყვიტა წინა კამერის შევიწროვებით ეკრანის ზომა გაეზარდა. საერთო ჯამში, ეს არის OLED და OLED ეკრანების ბრძოლა, მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუციის ციფრები განსხვავდება, Samsung Galaxy S10- ის 1,440 x 3,040 პიქსელი უფრო დიდია, ვიდრე iPhone 11 Pro- ში 1,125 x 2,436 პიქსელი, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს მანამ სანამ აიფონის ეკრანი უფრო დიდია. სამსუნგი გთავაზობთ ავტომატურ 1080p ავტომატურ რეზოლუციას. 2019 წელს, iPhone 11 Pro– მა დაამატა მესამე - 12MP ულტრაიისფერი ობიექტივი, რომელიც 120 გრადუსიანი ხედვის ველს იპყრობს. Samsung Galaxy S10- მა მანამდეც შესთავაზა მომხმარებელს მესამე, ფართო ხედვის ობიექტივი, ამ კამერის 123 გრადუსიანი ხედი ძალიან შთამბეჭდავი იყო, ამ მოდელში კი სამსუნგი ეცადა ღამის ხედვის კამერა გაეძლიერებინა. რაც შეეხება ელემენტების სიმძლავრეს, ეფლს არ გაუკეთებია რაიმე განცხადება, თუმცა არც მანამდე ასპოილერებდნენ საკუთარ პროდუქტებს, ჭორების დონეზე გავრცელდა ინფორმაცია რომ ელემენტის გამძლეობა გაიზარდა 15%-ით. ოფიციალურ დონეზე მხოლოდ ის გახდა ცნობილი, რომ აღნიშნული მოდელის ელემენტი ბევრად უფრო გამძლეა ვიდრე iPhone XS-ის, რაც უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. Galaxy S10- ში არის 3,400mAh ელემენტი, რომელიც ჯობნის iPhone 11 Pro- ს სიმძლავრით, მაგრამ შეიძლება ვერ აჯობოს მისი ხანგრძლივობის უნარს. როგორც ითქვა, S10– ს შეუძლია უსადენოდ დატენოს სხვა მოწყობილობები, PowerShare ფუნქციის საშუალებით. საერთო ჯამში ამ ორი ბრენდის კონკურენცია გვაძლევს საკმაოდ მრავალფეროვან სურათს, ბრენდის ლოიალობა ხშირად არ არის დამოკიდებული ტექნიკურ მაჩვენებლებზე, თუმცა გირჩევთ სტერეოტიპებისგან გათავისუფლდეთ და ისე აარჩიოთ თქვენთვის საუკეთესო!
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)