21:49 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-06 11:08:47, 772 ნახვა

საზოგადოება
საგანმანათლებლო პროექტის მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო

საგანმანათლებლო პროექტის მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის  ყოველწლიურ სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. განაცხადების მიღება 29 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

საგანმანათლებლო პროექტს - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა - 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი და მისი მიზანი ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებაა. წლევანდელი ღონისძიება საქართველოს ეროვნული არქივის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ VIII-XII კლასის მოსწავლეებს. ვიქტორინა ჩატარდება „რა? სად? როდის?" ინტელექტუალური თამაშის პრინციპით. ნახევარფინალი 2020 წლის აპრილში ან მაისში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ერთდროულად გაიმართება. ყველაზე მაღალქულიანი 50 სკოლის გუნდი ფინალში გადავა, რომელიც 2020 წლის მაისში ან ივნისში თბილისში შედგება.

პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან რამდენიმე ნომინაციაში და  სხვადასხვა პრიზითა და სიგელით დაჯილდოვდებიან.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე:  https://archive.gov.ge/ge/saganmanatleblo-proekti-2020-1





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics