|
2020-02-05 10:59:19, 1830 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა ისრაელის სახელმწიფოს ელჩს რან გიდორს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რან გიდორს შეხვდა, რომელიც ამ პოსტს 2020 წლის იანვრიდან იკავებს. შეხვედრას ასევე დაესწრო მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. აღინიშნა, რომ განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში აქტიურად ვითარდება ისრაელსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობა ყველა ძირითადი მიმართულებით, განსაკუთრებით ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, განათლების და ხალხთაშორისი კავშირების სფეროებში. ითქვა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ისრაელთან პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარება, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ქართველი და ებრაელი ხალხების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის კონტექსტში. ორმხრივ ვაჭრობაზე საუბრისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ დღეს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ვაჭრობის მაჩვენებელი რეალურად ვერ ასახავს იმ დიდ სავაჭრო პოტენციალს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. მისი თქმით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება საქართველოსა და ისრაელის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, ამდენად, მოლაპარაკებების დროულად დაწყება ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებს ახალ საფეხურზე აიყვანს და ორივე ქვეყნისთვის ურთიერთსასარგებლო შედეგებს მოიტანს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დასკვნით ეტაპზეა ერთობლივი კვლევის შემუშავება, რომელიც ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობას შეეხება. ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ინვესტიციების, ინოვაციების, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროებში. კერძოდ, აღინიშნა, რომ ისრაელი მეშვიდე ადგილზეა ტომ 15 ვიზიტორ ქვეყანას შორის - 2019 წელს საქართველოში 205 ათასზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა, რომელიც წინა წელთან შედარებით 31 პროცენტით მეტი იყო. ითქვა, რომ ისრაელიდან ტურისტული ნაკადების ზრდას ხელი შეუწყო პირდაპირი ავიამიმოსვლის განვითარებამ. კერძოდ, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დღეს საქართველოსა და ისრაელს შორის ორივე ქვეყნის ავიაკომპანიები კვირაში 42 სიხშირით ფრენენ. შეხვედრის დასასრულს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ისრაელის სახელმწიფოს ელჩს სამომავლო საქმიანობასა და ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების საქმეში წარმატება უსურვა.
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საქართველოდან რუსეთში პატიმრების ექსტრადირება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)