|
2020-02-03 12:59:01, 1322 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - ამ ეტაპზე, საქართველოში კორონავირუსული ინფექციის შემთხვევა არ დაფიქსირებულა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსული ინფექციის შემთვევა არ დაფიქსირებულა და ქვეყანა კვლავ რჩება დაბალი რისკის ქვეყანათა ჯგუფში. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 3 ადამიანია და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „საქართველოს რაც შეეხება, ხაზს ვუსვამ, რომ ამ ეტაპზე ჩვენთან კორონავირუსული ინფექციის შემთხვევა არ დაფიქსირებულა და ჩვენ კვლავ ვრჩებით დაბალი რისკის ქვეყანათა ჯგუფში. ამ ეტაპზე, 3 ადამიანია დაკვირვების ქვეშ, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში, სამივეს მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, მიმდინარეობს მათზე დაკვირვება. სამივე გახლავთ საქართველოს მოქალაქე და აქვთ ისტორია ჩინეთში ყოფნისას სხვადასხვა პერიოდში, აქედან ერთი არის და იყო ყველაზე უფრო დაზიანებულ რეგიონში, ქალაქ უჰანში, ამიტომ მათზე დაკვირვება მიმდინარეობს. ისინი გამოკვლეული არიან ჩვენთან 22 ტიპის ვირუსზე და 2 ადამიანის სინჯები გადაგზავნილია როტერდამში, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ხვალ გვექნება პასუხები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მანვე დასძინა, რომ ხვალიდან საქართველოში ჩამოტანილი იქნება რეაგენტები, რომლებიც კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვისაა საჭირო. „მაქვს ინფორმაცია, რომ უკვე ხვალიდან გვექნება საშუალება ძალიან დიდი, 99% ალბათობით, დღეს გამთენიისას გვექნება ყველა ის რეაგენტი დამატებით რაც საჭიროა ამ ქვე ტიპის ლაბორატორიული დიაგნოსტირებისთვის და აღარ იქნება სინჯების რეფერალურ ცენტრში გადაგზავნის აუცილებლობა“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)