|
2020-02-03 11:42:25, 1185 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულების გაგრძელებაზე - არ გათეთრდება „ოცნება“, რაც უნდა ხეხო ფულითა
„შავზე ვერ იტყვიან, რომ თეთრია. არ გათეთრდება „ოცნება“, რაც უნდა ხეხო ფულითა“, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე მთავრობის მიერ ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულების გაგრძელებას. როგორც მან აღნიშნა, ლობისტური კომპანიების მუშაობას მაშინ აქვს აზრი, როდესაც ხელისუფლებას რაღაც აქვს საჩვენებელი. „ეს არ არის ერთადერთი ლობისტური კომპანია, რომელიც დაქირავებული ჰყავს საქართველოს ხელისუფლებას. სხვა უწყებებსაც ჰყავს ანალოგიური კომპანიები, ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილს, რომლებიც მის იმიჯზე მუშაობენ. როგორი შედეგით დამთავრდა ძალიან კარგად ვიცით. ლობისტური კომპანიების მუშაობას მაშინ აქვს აზრი, თუ რაიმე გაქვს საჩვენებელი. შავზე ვერ იტყვიან, რომ თეთრია. არ გათეთრდება ოცნება, რაც უნდა ხეხო ფულითა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. შეგახსენებთ, საქართველოს ხელისუფლებამ ლობისტურ კომპანია „Chartwell Strategy Group“-თან თანამშრომლობა განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს. ხელშეკრულების ასლი, რომელიც აშშ-ის იუსტიციის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, 2020 წლის 27 იანვრით არის დათარიღებული. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, დარეგისტრირებული პირი იმუშავებს აშშ-ისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისთვის.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)