|
2020-02-01 13:40:23, 2317 ნახვა
კომენტარი
ნათელაშვილი კონგრესმენების კრიტიკაზე - ოლიგარქიული რეჟიმი მსოფლიოს თავის ტკივილად იქცა
„ვაშინგტონში ინტენსიურად გაკეთებული განცხადებები ცხადყოფს, რომ ოლიგარქიული რეჟიმი არამარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს თავის ტკივილიც გახდა“ , - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ თავჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. ნათელაშვილი აღნიშნავს, რომ თუ ოლიგარქი ივანიშვილი სწორად არ აღიქვამს სტრატეგიული მოკავშირეების კრიტიკას, უარესი დღეები ელოდება. „ვაშინგტონში ინტენსიურად გაკეთებული განცხადებები ადასტურებს იმას, რომ ოლიგარქიული რეჟიმი გახდა არამარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს თავის ტკივილი და სტრატეგიული მოკავშირეები განსაცდელში ჩვენს ქვეყანას არ მიატოვებენ. მე მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ოლიგარქი ივანიშვილი, ან სწორად აღიქვამ იმას, რაც ხდება მის თავს, ან გელოდება უარესი დღეები. ეს მხოლოდ დასაწყისია. ქართული სახელმწიფოს მიტაცებასა და შესყიდვას არავინ გაპატიებს, არც ჩვენი ხალხი და არც დემოკრატიული მსოფლიო თანამეგობრობა“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. ცნობისთის, საქართველოს ხელისუფლების მიმართ მორიგი კრიტიკული მიმართვა კონგრემენმა ვილ ჰარდმა გაავრცელა. იგი გამოეხმაურა საქართველოში დემოკრატიული რეფორმის ჩაგდების საკითხს და ქართველ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)