|
2020-01-31 15:41:43, 2527 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი გვარამიას ბრალდებაზე - ის პოლიტიკურად მოტივირებულია და პოლიტიკურ მოთხოვნებს უაპელაციოდ აყენებს
„როცა ვხედავ, რომ ერთი მხარე არის პოლიტიკურად მოტივირებული და უაპელაციოდ სვამს პოლიტიკურ მოთხოვნებს, ცხადია მისი ამ განცხადებების მიმართ ჩემი ნდობა არის დაბალი“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარემ ირაკლი სესიასვილმა განაცხადა. სესიაშვილი აღნიშნავს, რომ საქმეს სჭირდება ადეკვატური გამოძიება და გამოძიების მიმართ ნდობა ამ პროცესში არის აუცილებელი. „ნებისმიერი ძალადობა ჩემთვის, „ქართული ოცნებისთვის“ და ქართული საზოგადოებისთვის არის მიუღებელი, რაც არ უნდა საფუძვლიანი მიზეზი არსებობდეს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკურ პროცესებზე. ამიტომ თავისთავად ამ ყველაფერს სჭირდება ადეკვატური გამოძიება, მაგრამ მთავარი არის, რომ ამ გამოძიების მიმართ იყოს ნდობა. როცა ვხედავ, რომ ერთი მხარე არის პოლიტიკურად მოტივირებული და უაპელაციოდ სვამს პოლიტიკურ მოთხოვნებს, ცხადია მისი ამ განცხადებების მიმართ ჩემი ნდობა არის დაბალი“, - განაცხადა ირაკლი სესიასვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)