02:57 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-31 13:12:56, 1422 ნახვა

საზოგადოება
ე.წ KГБ ახალგორის მოსახლეობას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ორ თვეში ერთხელ გადმოსვლის ნებას მისცემს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სახელმწიო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ახალგორის მოსახლეობა ე.წ საზღვარზე გადასვლას ორ თვეში ერთხელ შეძლებს - ამის შესახებ „რესი“ წერს.

ე.წ კომიტეტში აცხადებენ, რომ ადგილობრივებს, რომლებსაც არ აქვთ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა და პენსიას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებენ, „რაზდახანის“ საგუშაგოს გავლით გადმოსვლა შეეძლებათ.

როგორც ე.წ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შესაბამისი ზომები „უსაფრთხოების საბჭოს“ 2019 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით მიიღეს.

„მითითებული კატეგორიის ადამიანების საქართველოში გამგზავრება ნებადართულია 24 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით. გამშვები პუნქტი „რაზდახანი“ ფუნქციონირებს დილის 8:00 საათიდან 11:00 საათამდე საქართველოს მიმართულებით, ხოლო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადასასვლელად 17:00 საათიდან 20:00 საათამდე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. საზღვარი 5 სექტემბერს ჩაკეტა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics