01:39 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-30 17:24:34, 1286 ნახვა

საზოგადოება
კრწანისის რაიონში 8-ჯგუფიანი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

კრწანისის რაიონს წლის ბოლომდე ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატება. მშენებლობის პროცესს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე კრწანისის რაიონის გამგებელ ლევან ჯაფარიძესთან ერთად გაეცნო.

ორთაჭალის ქუჩაზე მდებარე ახალი საბავშვო ბაღი ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. შენობაში უზრუნველყოფილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა სტანდარტი, მათ შორის სახანძრო უსაფრთხოება და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები.

„ორთაჭალის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე აქამდე საბავშვო ბაღი არ ყოფილა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ზოგადად, კრწანისის რაიონში საბავშვო ბაღების რაოდენობა ყველაზე მცირეა თბილისის სხვა რაიონებთან შედარებით და სწორედ ამიტომ, ჩვენ ერთი ახალი ბაღი უკვე გავხსენით გასული წლის შემოდგომაზე. ორთაჭალის ქუჩაზე ბაღის მშენებლობის დასრულება კი წლის ბოლომდე იგეგმება და მალე ამ უბანს თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო ბაღი ექნება,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

ორთაჭალის ქუჩაზე საბავშვო ბაღს კომპანია „ბილდ ტერიტორი“ აშენებს. პროექტის ღირებულება 3 873 000 ლარია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics