|
2020-01-30 16:16:00, 1650 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი სენატორების წერილზე - ამაზე რაღას იტყვიან ივანიშვილის გოშიები, ესენიც ვიღაცამ მოისყიდა?
„სენატორები ლაპარაკობენ იმ რეპრესიებსა და უსამართლობაზე, რაც ხდება ახლა. ამაზე რაღას იტყვიან ივანიშვილის გოშიები, ესენიც ვიღაცამ მოისყიდა და ვიღაცის ლობისტი არიან?“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველო კარგავს ამერიკის შეერთებული შტატების იმ მხარდაჭერას, რომლის დახმარებითაც 2008 წელს გადარჩა. „სენატორები სიამაყით იხსენებენ, რომ 2012 წელს დამკვირვებლები იყვნენ არჩევნებზე და იხსენებენ, თუ როგორ დემოკრატიულად ჩავატარე მე ეს არჩევნები და როგორ დემოკრატიულად გადავაბარე ხელისუფლება. შემდეგ ლაპარაკობენ იმ რეპრესიებსა და უსამართლობაზე, რაც ხდება ახლა. ამაზე რაღას იტყვიან ივანიშვილის გოშიები, ესენიც ვიღაცამ მოისყიდა და ვიღაცის ლობისტი არიან? პრაქტიკულად საქართველო კარგავს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას. ამ მხარდაჭერის შედეგად გადარჩა ქართული სახელმწიფოებრიობა 2008 წელს, ჩვენ არ შეგვიძლია ამის დაშვება. ამიტომ საერთაშორისო თანამეგობრობა არის ჩვენ მხარეს და ივანიშვილი ბოლომდე გაკოტრებულია, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი არის ქართველი ხალხის გასაკეთებელი. ჩვენი თავგანწირვით და ჩვენი ორგანიზებულობით, ერთად ყოფნით, აუცილებლად მივიყვანთ საქართველოს გამარჯვებისა და გამოხსნის საქმეს. ყველაფერი კარგად იქნება და საქართველოში აუცილებლად გათენდება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)