|
2020-01-30 14:20:43, 2710 ნახვა
ეკონომიკა
საქსტატი - გასულ წელს საქართველოში მშენებლობის 10 749 ნებართვა გაიცა
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2019 წელს გაცემულია 10 749 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 5,3 პროცენტით მეტი) 7552,9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 21,7 პროცენტით მეტი). სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნებართვების 71,1 პროცენტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48,8 პროცენტი ქ. თბილისზე, 11,7 პროცენტი - აჭარის ა.რ.-ზე და 10,6 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლოსამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა - ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 34,7 პროცენტი ქ. თბილისზე, 14,1 პროცენტი - კახეთის რეგიონზე, ხოლო 9,6 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე. სულ, 2019 წელს ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2547,9 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 21,8 პროცენტით მეტი) 2508 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 0,4 პროცენტით ნაკლები).
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საქართველოდან რუსეთში პატიმრების ექსტრადირება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)