00:22 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-29 10:03:05, 844 ნახვა

საზოგადოება
მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდება

გლდანის რაიონში კიდევ ერთი სკვერის რეაბილიტაცია იწყება. მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N5-N6-N7 კორპუსების მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით, 850  კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდება.

პროექტის შედეგად, მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი,  დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „მშენებელი 2019“ შეასრულებს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 127 549 ლარია გათვალისწინებული.

გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ ქეთევან ჯოხაძესთან  ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, პროექტის დეტალები გააცნო და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics