12:14 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-22 14:53:57, 2110 ნახვა

ეკონომიკა
მაია ზავრაშვილი: მნიშვნელოვნად იზრდება წიაღისეულზე საინვესტიციო მომართვიანობის მაჩვენებელი როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი მეწარმეებისგან

„იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული წიაღის რესურსები მაქსიმალურად ჩაერთოს ქვეყნის ეკონომიკურ საქმიანობაში როგორც დასაქმების, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა თუ ექსპორტის კუთხით, ვახორციელებთ წიაღის მასშტაბურ რეფორმას, რაც განავითარებს  სანედლეულო ბაზას, გაზრდის ეკონომიკური სარგებლიანობას და საინვესტიციო მიმზიდველობას" - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, მაია ზავრაშვილმა მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი შეფასებით, მთავრობის ეკონომიკურმა პოლიტიკამ როგორც საგარეო ვაჭრობის, ისე კონკრეტულ სექტორში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით შედეგად უკვე მოიტანა ის, რომ ოპერატორმა კომპანიებმა გაზარდეს საწარმოო სიმძლავრეები, განახორციელეს მნიშვნელოვანი ინვესტიციები, რაც პოზიტიურად აისახება ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და, ზოგადად, ეკონომიკური ზრდაზე.  მაია ზავრაშვილის თქმით, მნიშვნელოვნად იზრდება საინვესტიციო მომართვიანობის მაჩვენებელი როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი მეწარმეებისგან.

„მიუხედავად ამისა, გამოწვევად რჩება ჩვენი ქვეყნის წიაღისეულის მიმართ საერთაშორისო საინვესტიციო წრეებში დაბალი ცნობადობა. ამას თავისი ისტორიული მიზეზები აქვს. სწორედ ამ მიზნით, ბოლო 2 წელია ვახორციელებთ რეფორმებს, რომლის ფარგლებშიც გავხსენით და გავასაჯაროვეთ გეოლოგიური ფონდი, დავიწყეთ აქტიური მარკეტინგული კამპანიები, პროაქტიული დაპაკეტება და ასე შემდეგ.  საქართველოს მთავრობამ, პარტნიორების დახმარებით, უკვე შეიმუშავა და დაამტკიცა სტრატეგია, ახლა მიმდინარეობს რეფორმის მეორე ფაზა მარეგულირებელი ჩარჩოს გასაახლებლად" - აღნიშნა მაია ზავრაშვილმა.

წიაღის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის წინასწარი მონაცემებით, ექსპორტზე გატანილი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება. გასულ წელს 651 606.2 ათასი აშშ დოლარის ღირებულების სპილენძის მადნები და კონცენტრატები გავიდა ექსპორტზე, რაც 2018 წლის მაჩვენებელს დაახლოებით 150 000 დოლარით აღემატება. 21.2 პროცენტით არის ასევე გაზრდილი მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტიც – 2019 წელს, წინა წელთან შედარებით 133 570.7 ათასი დოლარის პროდუქცია გავიდა ქვეყნიდან. რაც შეეხება ოქროს, წიაღის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, 4.3 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაჭავარიანი – ვერც რევოლუციას მოგვიწყობენ, ვერც ოპოზიციისთვის ჩატარებული კამპანიებით მოგვიგებენ არჩევნებს
ტრამპმა ირანთან ომის დროს ლოს-ანჯელესისა და სან-დიეგოს განადგურება დაუშვა
Le Figaro: საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების გამო 1.8 ათასი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
კახეთში ყურძენი 13 200-მდე მევენახემ დააბინავა, მათი მოსავლის 99% მაღალი და საშუალო ხარისხისაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics