20:53 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-20 12:04:51, 1424 ნახვა

საზოგადოება
24 იანვრამდე სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 21-22 იანავარს ზოგიერთ, ხოლო 23 იანვარს უმეტეს რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობ რაიონებში +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოში 20-21 იანვარს შენარჩუნებული იქნება ცივი და ღრუბლიანი ამინდი, ზოგან მცირე თოვლი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში ბარში +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება. 22-23 იანვარს ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +5, +10 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან იწვიმებს, მთაში მოთოვს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 20-21 იანვარს ცივი, ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება, შესაძლებელია მცირე თოვლჭყაპი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი იქნება. 21-23 იანვარს ნალექი მოსალოდნელი არ არის, ტემპეტრატურა დღის საათებში +5, +7 გრადუსამდე მოიმატებს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics