19:40 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-15 15:16:00, 1308 ნახვა

საზოგადოება
სანერგე მეურნეობების სერტიფიცირების თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი სანერგე მეურნეობების სერტიფიცირების ეროვნული სისტემის შესახებ  ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის“ ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.

გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა დონორ ორგანიზაციებს საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების აქტიური მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ქვეყანაში სერტიფიცირებული სანერგე მეურნეობების არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე სანერგე მეურნეობების ეროვნული სერტიფიცირების სისტემა და კონტროლის მექანიზმები განიხილეს  და ეროვნული სერტიფიცირების სქემასა და სანერგე მეურნეობების კვალიფიკაციის საკითხებზე იმსჯელეს.   

სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის  და სახელმწიფოს სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტს „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის“ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია  (FAO) ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics