05:41 - 31 May, 2020
2020-01-14 15:48:28, 944 ნახვა

საზოგადოება
აქცია-პერფორმანსი რესპუბლიკის მოედანზე - „გაბედეს“ წევრები თბილისის ნაძვის ხესთან საახალწლო სუფრით მივიდნენ

სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ წევრები რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის ნაძვის ხესთან საახალწლო  სუფრით მივიდნენ.

აქციის მონაწილეებმა ადგილზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერების ფოტოები მიიტანეს და აქცია-პერფორმანსი გამართეს.

სამართალდამცავმა ორგანოებმა აქტივისტებს სუფრის გაშლის საშუალება არ მისცეს.

„დღეს მოვედით, რომ დავლოცოთ ბატონი ბიძინა. მადლობა გადავუხადოთ იმ კეთილი საქმეებისთვის, რასაც საქართველოსთვის აკეთებს. ბოლო წლების განმავლობაში 100 ქარხნის აშენებისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ, 20 ივნისის დარბევისთვის, იმის გამო, რომ გრძელდება ოკუპაცია და პოლიტიკური რეპრესიები. აქ ერთგვარი სუფრა არის გაშლილი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი არის ამოფარებული“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

NASA და SpaceX კოსმოსში ასტრონავტების რამდენიმე წუთში გაუშვებს - პირდაპირი ეთერი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics