|
2020-01-09 16:19:44, 2916 ნახვა
ეკონომიკა
2019 წლის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 3%-ით გაიზარდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 5,200,419 მგზავრს მოემსახურა, რაც 3%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 5,033,118 მგზავრი). დეკემბერში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისის გარდა, ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ აეროპორტში: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დეკემბერში 221,760 მგზავრს მოემსახურა, რაც -15% ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 261,097 მგზავრი ). ხოლო 12 თვის ჭრილში, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -3% კლება დაფიქსირდა და შეადგინა 3,692,202 (2018 წელი 3,808,650 მგზავრი). 2019 წელს, ავიასანქციების მიუხედავად, ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2019 წლის დეკემბერში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 26,239 მგზავრმა ისარგებლა. რაც 42% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წლის დეკემბერი 18,492 მგზავრი). რაც შეეხება წლიურ ჯამს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2019 წელს, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 4%-ით გაიზარდა და 624,178 მგზავრი შეადგინა. (2018 წელი 598,862 მგზავრი). რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2019 წელს 10,132 მგზავრმა ისარგებლა. რაც 23 % მეტია გასული წელთან შედარებით. (2018 წელი - 8,264 მგზავრი). მესტიის აეროპორტი დეკებრის თვეში 595 მგზავრს მოემსახურა, რაც 97 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წლის დეკემბერი 302 მგზავრი). 12 თვის ჭრილში კი თამარ მეფის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი 23 % გაიზარდა. (2018 წელი - 6,741 მგზავრი). ამბროლაურის აეროპორტი დეკემბერში 67 მგზავრს მოემსახურა, რაც 179 % მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2018 წლის დეკემბერი - 24 მგზავრი). რაც შეეხება 12 თვის ჯამს, ამბროლაურის აეროპორტში 2019 წელს მგზავრთნაკადი, მესტიის აეროპორტის მსგავსად, 23 % გაიზარდა და 1,866 მგზავრს მოემსახურა. (2018 წელი - 1,523 მგზავრი).
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)