17:48 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-07 16:23:51, 1613 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი სამების ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო

მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის, იესო ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. 

საშობაო ლიტურგიას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო. 

მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. წირვას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. 

ლიტურგიის დაწყებამდე ტაძარში შეკრებილმა მრევლმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატრიარქის საშობაო ეპისტოლე მოისმინეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics