|
2019-12-30 16:46:29, 3907 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: 2019 წელი იყო საკმაოდ კარგი და შედეგიანი, გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა
„წლევანდელი წელი იყო საკმაოდ კარგი და შედეგიანი, გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომლის ერთ-ერთი მდგენელიც ტურისტული ინდუსტრიაა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის წლის შემაჯამებელი პრეზენტაციის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით, ყველა გამოწვევის მიუხედავად, მიმდინარე წელს საერთაშორისო მოგზაურების რეკორდულ რაოდენობას - 9 300 0000 ადამიანს ვუმასპინძლეთ. „ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, რომელიც შესაძლებელი გახდა მთავრობის, კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების კოორდინირებული მუშაობით, განსაკუთრებით კი ივნისის მოვლენების შემდეგ, როდესაც ტურიზმს საკმაოდ დიდი გამოწვევა დაატყდა თავს, ჩვენ შევიმუშავეთ ანტიკრიზისული გეგმა და ძალიან სწრაფად, ოპერატიულად გვერდში დავუდექით ყველაზე პატარა, მცირე, საოჯახო სასტუმროებს და მათ ეს ტვირთი შევუმსუბუქეთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე განცხადებით, ტურიზმის ინდუსტრიის ხელშეწყობის მიზნით, უფრო მიზნობრივი გახდა ფინანსური დახმარების პრიორიტეტები პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში. „ასე რომ, 2020 წელი იქნება ტურიზმზე ორიენტირებული წელი. სასტუმროებთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ ბალნეოლოგიურ კურორტებს და ტურისტულ სერვისებს, მათ შორის, თემატურ პარკებს, ეთნოსოფლებს, სათავგადასავლო ტურიზმს და სხვა", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" 2019 წლის ანგარიში წარადგინა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დედაქალაქის მერი კახი კალაძე, მთავრობის სხვა ოფიციალური პირები და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 2019 წელს პირველად, საქართველოს ისტორიაში 9 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა. 2019 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში უკვე დაფიქსირდა 9.3 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.1%-ია.
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)