|
2019-12-30 09:39:19, 2139 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა წიაღის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი ნათია თურნავა წიაღის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, წიაღის ეროვნული სააგენტოს დირექტორი მაია ზავრაშვილი, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დირექტორი დავით გიგინეიშვილი, სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი. ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს წიაღის სექტორში მიმდინარე რეფორმა და რეფორმის ფარგლებში გამარტივებული პროცედურები გააცნო. თავის მხრივ, სექტორის წარმომადგენლებმა მინისტრს მათ წინაშე არსებული გამოწვევები გააცნეს და ხაზი გაუსვეს სექტორში განხორციელებულ ცვლილებებს, რის შედეგადაც მათ ლიცენზიების მოპოვება და ინერტული მასალების დამუშავების პროცედურები გაუმარტივდათ. მიმდინარე შეხვედრას, ძირითადად, ქვიშისა და ინერტული მასალების მომპოვებელი და გადამამუშავებელი საწარმოების წარმომადგენელები დაესწრნენ. მათ მიერ წარმოებული პროდუქციით, ძირითადად, ადგილობრივი სამშენებლო სექტორი სარგებლობს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა, წიაღის სექტორის რეფორმა პრიორიტეტულია და აღსანიშნავია, რომ ეს რეფორმა საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს და სავსებით ლოგიკური იყო დარგთან მსგავსი მასშტაბური შეხვედრის გამართვა. „ინერტული მასალების მოპოვება-გადამუშავება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი დარგია საქართველოში და მას დიდი წვლილი შეაქვს სამშენებლო ინდუსტრიაში. თავის მხრივ, სახელმწიფო ხელს უწყობს ამ ინდუსტრიას ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებით. ინერტული ტიპის წიაღის მოპოვების საჭიროება და აქტუალობა დიდია და ჩვენ ვიმსჯელეთ იმაზე, თუ როგორ გავხადოთ ეს ინდუსტრია ორიენტირებული უფრო მსხვილ ტექნოლოგიურ ინვესტიციებზე, როგორ გავაკეთოთ ისე, რომ მხოლოდ მოპოვებით არ შემოიფარგლებოდნენ ჩვენი მეწარმეები და ძირითადი აქცენტი გადამუშავებაზე კეთდებოდეს. მისასალმებელია, რომ დღეს უკვე იმდენი შესაძლებლობა შეიქმნა და იმდენად შემოსავლიანია ეს ბიზნეს საქმიანობა, იმხელა რესურსი აქვთ მეწარმეებს, რომ ყველა ფიქრობს გადამუშავებაზე, განვითარებაზე, გაფართოებაზე. ჩვენ კი, ჩვენი მხრიდან, დავიწყეთ პროცედურების გამარტივება", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, კანონში შედის და პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე გასულია ცვლილება, რომ მეწარმეს, რომელიც ახორციელებს მოპოვებას და პარალელურად, გადამამუშავებელი საწარმოს ამუშავების სურვილი აქვს, სახელმწიფო უფრო შეღავათიანად, მარტივად და ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურის გარეშე გადასცემს მიწას, რომელზეც უნდა ააშენოს საწარმო და დაასაქმოს ადამიანები. „ჩვენ ასევე გავაცანით შეკრებილებს" ერთი ფანჯრის" პრინციპი, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს, კომპანიებს არ უნდა უხდებოდეთ ერთი და იგივე სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში ცალ-ცალკე სიარული და წერილების მიწერა, ეს ყოვლად მიუღებელია. როგორც სხვა დარგებში ვახორციელებთ „ერთი ფანჯრის" პრინციპის დანერგვას, ასევე წიაღის მოპოვებაშიც დავნერგეთ ეს პრინციპი. წიაღის სააგენტო უკვე სრულად არის დიგიტალიზებული და თავად მეწარმეებმაც აღნიშნეს, რომ არ უხდებათ თბილისში ჩამოსვლა და ადგილზე შეუძლიათ ინფორმაციის მოპოვება. შემდეგი ეტაპია, გავამარტივოთ შეთანხმებების პროცედურები სხვადასხვა სტრუქტურასთან", - განაცხადა ნათია თურნავამ.
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)