15:46 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-28 13:12:35, 2499 ნახვა

საზოგადოება
ვაჟა გაფრინდაშვილი: მადლობა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი სიტუაცია

„სრულიად მოულოდნელი იყო, არც ველოდებოდი რომ დღეს ეს მოხდებოდა ჩემი გათავისუფლება“, -  ამის შესახებ ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.

ექიმი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, რომლებიც მისდამი მხარდაჭერას გამოხატავდნენ.

„სრულიად მოულოდნელი იყო, არც ველოდებოდი რომ დღეს ეს მოხდებოდა ჩემი გათავისუფლება. გუშინ მითხრეს, რომ 31 დეკემბერს იყო სააპელაციო სასამართლო, რომელზეც სიმართლე გითხრათ თავს ვიკავებდი. ალბათ უფრო ჯერ ემოციებით ვართ დატვირთული და ცოტა ძნელია გითხრათ რამე. პირველ რიგში, მადლობა გითხრათ ყველას ვინც გულთან მიიტანა ჩემი ეს სიტუაცია მთავრობა იქნება, ეს პარლამენტი, პოლიცია, უშიშროება თუ ვინ. მადლობა ჩემს ლამაზ მეუღლეს და ბრწყინვალე შვილებს და ყველა ჩემს მეგობარს, ვინც გვერდში მედგა, ყველას დიდი მადლობა“, - ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილი.

შეგახსენებთ, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა. საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავა. ოკუპანტები ექიმს ე.წ საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებდა. 20 დეკემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლოს კანცელარიის დაცვის მცდელობის საქმეზე ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics