|
2019-12-27 18:30:16, 1598 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანმა პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურს კვადროციკლები გადასცა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის სამმართველოს 20 ცალი კვადროციკლი გადასცა.ღონისძიება ქალაქ რუსთავში, სამმართველოს ბაზაზე გაიმართა. მინისტრმა გარე დაცვის დანაყოფის თანამშრომლებს ახალი ტექნიკის მიღება მიულოცა და აღნიშნა, რომ გარე დაცვის სამმართველო იმუშავებს ახალი სტრატეგიით, რომლის ფარგლებში იგეგმება მობილური ჯგუფების შექმნა. “მობილური ჯგუფები პენიტენციური დაწესებულებების გარე პერიმეტრს ბევრად უფრო ეფექტიანად გააკონტროლებენ, რადგან აქამდე გარე დაცვის სამსახურის თანამშრომლებს პენიტენციური დაწესებულებების გარე პერიმეტრის გასაკონტროლებლად უწევდათ ფეხით სიარული, ან უკეთეს შემთხვევაში, მორიგე მანქანით, თუმცა მანქანით დაწესებულებების მთლიანი გარე პერიმეტრის გაკონტროლება რთული ლანდშაფტური რელიეფის გამო ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდებოდა. კვადროციკლებით კი მოცემული ტერიტორიების სრულად შემოვლა და ეფექტური პატრულირება იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისი თქმით, ახალი ტექნოლოგიების და სხვა აღჭურვილობის დახმარებით პენიტენციური დაწესებულებების პერიმეტრისა და ბუფერული ზონების დაცვა ისე უნდა გაძლიერდეს, რომ გარე დაცვის სამმართველოს მიერ შესაძლებელი გახდეს დაწესებულებების უსაფრთხოების დაცვა ნაკლები ადამიანური რესურსით. დროსთან ერთად, პენიტენციურ სისტემაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსახდელად წვევამდელების გაწვევა აღარ უნდა მოხდეს და გარე დაცვის დანაყოფი მხოლოდ შტატიანი თანამშრომლებით უნდა იყოს დაკომპლექტებული მინისტრმა აღნიშნა, რომ როგორც 2019 წელს იყო პენიტენციური სამსახურის პრიორიტეტი ესკორტის სამსახურის გაძლიერება, ხელფასების ზრდა და სრულად აღჭურვა, 2020 წელს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გარე დაცვის სამმართველოს გაძლიერება იქნება, მათ შორის აღჭურვილობით, ტექნიკით უზრუნველყოფა და ხელფასების მატება. ინფორმაციისთვის, პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურის ფუნქციებია: პენიტენციური დაწესებულებების და სხვა ობიექტების დაცვისა და თავდაცვის განხორციელება. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაქცევის აღკვეთა, ბუფერული ზონების კონტროლი,
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)