14:40 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-27 10:46:37, 1128 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა: ბიზნესს, ინვესტორებს სჯერათ ჩვენი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების

„დღეს ჩვენი ბიზნესი, პირველ რიგში, ძალიან აქტიური ქართული ბიზნესი, იმდენად ძლიერია და იმდენად ფეხზე დგას, რომ შეუძლია, თუნდაც ჩვენს მიერ გამოცხადებულ მასშტაბურ პრივატიზაციას უპასუხოს მნიშვნელოვანი ინვესტიციებით" - ამის შესახებ ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.

მინისტრის თქმით, ეს ადასტურებს, რომ ბიზნესს, მათ შორის ბანკებს, ინვესტორებს აქვთ პოზიტიური მოლოდინი საქართველოს ხვალინდელ დღეზე. შესაბამისად, ნათია თურნავას განცხადებით, თუ ბიზნესს აქვს ასეთი მოლოდინი და სჯერა ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების, ეს აუცილებლად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობასა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაზე.

„როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორების მხრიდან შემოდის ინვესტიცია და მათ აქვთ ინტერესი, ჩაერთონ პროცესში და განავითარონ ის მსხვილი ობიექტები, რომლებიც ჩვენ „ასი საინვესტიციო შეთავაზების" პროექტის ფარგლებში საპრივატიზაციოდ გამოვიტანეთ. ეს ყოველთვის ასე არ იყო, რადგან ბიზნესი უნდა იყოს ხვალინდელ დღეში დარწმუნებული და ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მათ შორის პოლიტიკური ტურბოლენტობისა, ზოგიერთი უპასუხისმგებლო ძალების მხრიდან ქვეყნის არევის მცდელობისა, ქვეყანა ცხოვრობს თავისი დღის წესრიგით - ინვესტორს აინტერესებს პრივატიზება, დებს ფულს, ასაქმებს ადამიანებს და სჯერა ხვალინდელი დღის" - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics