07:33 - 14 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-26 16:07:37, 13220 ნახვა

საზოგადოება
კლიმატის ცვლილება - წლის შეჯამება

დღესდღეობით კლიმატის ცვლილება აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა. კლიმატი, ფაქტობრივად, გასაშუალოებული ამინდია, რომელიც მთლიანად დედამიწის ან კონკრეტული რეგიონის საშუალო ამინდის ხანგრძლივ ცვლილებას აღნიშნავს.
 
მთავარი მიზეზი, რის გამოც დღესდღეობით კაცობრიობა ამ პრობლემის წინაშე დგას არის ადამიანის აქტიური საწარმოო საქმიანობა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება სწრაფ ინდუსტრიალიზაციას. ასევე კლიმატის ცვლილება უკავშირდება  ბუნებრივ ცვილებებს, როგორიც არის კონტინენტებისა და ოკეანეების ზომების ცვლა და მათი ორმხრივი განლაგება, მზის ნათების ცვლა, დედამიწის ორბიტის პარამეტრების შეცვლა, ატმოსფეროს გამჭვირვალობის შეცვლა, ატმოსფეროს სათბურის აირების კონცენტრაციის ცვლა (СО2 და CH4), ალბედოს გამოსახულების შეცვლა, ოკეანის სიღრმეში არსებული სითბოს რაოდენობის ცვლა და სხვ.
 
კლიმატის ცვლილების მავნე შედეგები მოიცავს მყინვარების დნობას მთებზე და ყინულის ფენების განლევას ოკეანეებში, ე.წ. „სიცხის ტალღებს”, გვალვებს ერთი მხრივ, და ძლიერ წვიმებს მეორე მხრივ, ოკეანის დონის აწევას, დატბორვების, წყალდიდობების, ღვარცოფების, მეწყერების, ზვავების გახშირებას, ცუნამების, სხვადასხვა ქარიშხლების გაძლიერებასა და გახშირებას. კლიმატის შეცვლის შედეგად იცვლება ბუნება, ეკოსისტემები, რომელთაგან მრავალი ვერ ასწრებს ადაპტაციას და გადაგვარდება; იზრდება ადამიანთა დაავადების რისკი, მათ შორის, ეპიდემიების გავრცელებისაც. „სათბურის ეფექტით“ გამოწვეული მავნე შედეგები სულ უფრო მეტ მრავალფეროვნებასა და ინტენსივობას ავლენს წლიდან წლამდე, გაზრდილია ექსტრემალური მოვლენების ინტენსივობა და სიხშირე, შავი ზღვის სანაპირო ზონაში გაძლიერდა ნაპირის ეროზიისა და ჩარეცხვის პროცესი, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს და სასწრაფოს ხდის პრობლემის მოგვარების აუცილებლობას.
 
გამომდინარე იქიდან, რომ კლიმატური სისტემის გლობალური დათბობა არის რეალური პრობლემა, რის წინაშე დგას ყოველი ქვეყანა და სათბური გაზების  ემისიის შემცირების შეფერხებით კლიმატის ცვლილების ნეგატიური  ზემოქმედების რისკის გაძლიერების ალბათობა მაღალია, საქართველო აქტიურად ახდენს ეროვნული რესურსებისა და საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებას, რათა უზრუნველყოს დაბალემისიიანი და კლიმატისადმი მდგრადი განვითარება.

ამის მოსაგვარებლად აუცილებელია დროული ქმედებები, რომელიც მაქსიმალურად შეამცირებს ზიანს და ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას.
გლობალური კვლევის თანახმად, დღეს დაბადებულ ბავშვებს ჯანმრთელობის მხრივ განსაკუთრებული საფრთხეები ემუქრებათ და ეს კლიმატის ცვლილებით არის განპირობებული. კვლევის შესახებ ინფორმაცია ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნდა. 

ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დათბობის გამო, მატულობს შიმშილის, ინფექციური დაავადებების, წყალდიდობების და გაუსაძლისი სიცხის რისკი. ასეთ პირობებში გაზრდილ ბავშვებს კი სხვადასხვა სახის დაავადება ემუქრებათ, მათ შორის ისეთიც, რომელიც მათ ჯანმრთელობაზე სამუდამო კვალს დატოვებს.

ყოველწლიური კვლევის თანახმად, კლიმატის ცვლილებამ დედამიწის მოსახლეობა მნიშვნელოვნად უკვე დააზიანა. ერთ-ერთი მთავარი საფრთხე ჰაერის დაბინძურებაა.

მკვლევრები გაფრთხილებას ავრცელებენ: თუ მსოფლიო არაფერს მოიმოქმედებს კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად, შედეგად დაავადებულ ახალ თაობას მივიღებთ.

 „ჯანმრთელობისა და კლიმატის ცვლილების კვლევის“ ხელმძღვანელი, ნიკ უატსი აცხადებს:
„ბავშვები განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია. მათი ორგანიზმი და იმუნური სისტემა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და მათზე განსაკუთრებით მავნე ზეგავლენას ახდენს გარემოს დამაბინძურებლები. თუკი ყველა ქვეყანა დაუყოვნებლივ ზომებს არ მიიღებს და სათბური აირების გაფრქვევას არ შეამცირებს, მნიშვნელოვნად დაიკლებს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა. გარდა ამისა, კლიმატის ცვლილება მთელი ახალი თაობის ჯანმრთელობის მდგომარეობას განაპირობებს“.

სტატიის თანახმად, ახლა დედამიწაზე 7.5 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და საჭიროა თითოეული მათგანის აქტიური მუშაობა იმისათვის, რომ კლიმატის ცვლილებამ ჩვენი შვილების ჯანმრთელობა სამუდამოდ არ შეცვალოს.

კლიმატის ცვლილების საფრთხეების შესახებ გამოქვეყნებული კვლევა 35 დაწესებულების, მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და მსოფლიო ბანკის, 120 ექსპერტის ერთობლივი ნამუშევარია.შშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) მონაცემებით, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში წლევანდელი ზაფხული ყველაზე ცხელი იყო 1880 წლის შემდეგ, რაც შესაბამისი მონაცემების ჩაწერა დაიწყო.

NOAA-ს მონაცემებით, ათასობით თერმომეტრის, ტივტივასა და სხვა სენსორების მიერ ჩატარებული გაზომვებით ირკვევა, რომ ამ ზაფხულს ტემპერატურა 1,13 გრადუსი ცელსიუსით მაღალი იყო მეოცე საუკუნის საშუალო მაჩვენებელზე.

შპიცბერგენის არქიპელაგზე კლიმატის ცვლილების გამო დახოცილი 200-ზე მეტი ჩრდილოეთის ირემი იპოვეს
მსგავსი: შპიცბერგენის არქიპელაგზე კლიმატის...
გარდა ამისა, NOAA-სა და NASA-ს მონაცემებით აგვისტო მსოფლიოს მეორე ყველაზე ცხელი თვე იყო უჩვეულოდ ცხელი პირობებით პოლუსიდან პოლუსამდე, ყველა ოკეანეში.

2019 წლის რეკორდული სიცხის შესახებ აღსანიშნავი კიდევ ის არის, რომ მას თან არ ახლდა ძლიერი ელ-ნინიო წყნარი ოკეანის ტროპიკულ ნაწილში. ელ-ნინიო არის ფენომენი, რომლის დროსაც ოკეანე თბება და შემდეგ, ატმოსფეროში ბევრ სიცხეს გამოყოფს.

ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი სათბურის აირების დონის ზრდის საპასუხოდ, იზრდება გლობალური საშუალო ტემპერატურა და კლიმატის რეკორდული ნიშნულების გადალახვა უკვე ძლიერი ელ-ნინიოს გარეშეც შესაძლებელია.

მაგალითად, NOAA-ს მონაცემებით, გასული ხუთი წლის განმავლობაში ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზედიზედ დაფიქსირდა ხუთი ყველაზე ცხელი ზაფხული.

წლევანდელი ზაფხული გამოირჩეოდა სწრაფად თბობადი პლანეტისთვის დამახასიათებელი უჩვეულო სიმპტომებით.

ივლისში ევროპაში სასტიკი პაპანაქება იდგა, რამაც მრავალ ქვეყანაში მოხსნა სიცხის რეკორდი. სიცხის ტალღამ გადაუარა არქტიკასაც.

მომაკვდინებელი, წამლებისადმი რეზისტენტული სოკოვანი ინფექციის გამოჩენა შესაძლოა, კლიმატის ცვლილებასთან იყოს კავშირში
მსგავსი: მომაკვდინებელი, წამლებისადმი რეზისტენტული...
სიცხის ალში გაეხვა ტყეები ალასკიდან და კანადიდან ციმბირის ტუნდრამდე, რამაც წარმოშვა შესაძლებლობა, რომ ამ რეგიონმა ნახშირბადი კი არ შთანთქოს, არამედ პირიქით, ატმოსფეროში დამატებითი ნახშირორჟანგი გამოყოს.

საშუალო მაჩვენებლიდან ყველაზე მომატებული ტემპერატურა დაფიქსირდა ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, ბერინგის ზღვაში, ჩრდილოეთ კანადაში, ცენტრალურ ევროპასა და ჩრდილოეთ რუსეთში.

სამაგიეროდ, 1981-2010 წლების საშუალო მონაცემებთან შედარებით უჩვეულო სიცივე იყო დასავლეთ რუსეთსა და ინდონეზიის ნაწილში.

ზაფხულის თვეების საშუალო მაჩვენებელზე მაღალი იყო ტემპერატურა სამხრეთ ამერიკაში, ევროპაში, აფრიკაში, მექსიკის ყურესა და ჰავაის რეგიონში. მაგალითად, აფრიკაში ივნისი-აგვისტოს პერიოდი ყველაზე ცხელი იყო აღრიცხულთა შორის.

გლობალური მასშტაბით, ივნისი-აგვისტოს პერიოდი მეორე ყველაზე ცხელი იყო, 0.93 გრადუსი ცელსიუსით მაღალი მე-20 საუკუნის საშუალო მაჩვენებელზე, მხოლოდ 0.02 გრადუსით ჩამოუვარდებოდა 2016 წლის მაჩვენებელს.

ანტარქტიდის უდიდესი, ყველაზე საშიში მყინვარი მალე შეუქცევადი დნობის წერტილს მიაღწევს
მსგავსი: ანტარქტიდის უდიდესი, ყველაზე საშიში მყინვარი მალე...
იგივე მონაცემების, მაგრამ ანალიზის სხვა მეთოდით, ნასამ დაადგინა, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზაფხულის თვეები 2019 წელს პლანეტაზე ყველაზე ცხელი იყო სხვა წლების ამავე თვეებთან შედარებით, ოდნავ აღემატებოდა 2016 წლის მონაცემებს.

გარდა ამისა, ნასამ ისიც დაადგინა, რომ ივნისი-აგვისტოს პერიოდი ყველაზე ცხელი იყო აღრიცხულთა შორის. NOAA-ს მონაცემებით, ათიდან ცხრა ყველაზე ცხელი ივნისი-აგვისტოს პერიოდი ხმელეთისა და ოკეანის ზედაპირის ტემპერატურის თვალსაზრისით, 2009 წლის შემდეგ დაფიქსირდა.
როცა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხული იყო, რა თქმა უნდა, სამხრეთ ნახევარსფეროში ამ დროს ზამთარი იდგა, ასევე საშუალოზე გაცილებით მაღალი ტემპერატურით.
კაცობრიობის მიერ გარემოსთვის მიყენებულმა საზიანო ეფექტებმა კიდევ ერთ საგანგაშო ეტაპს ოფიციალურად მიაღწია. გადაკვეთილია ბარიერი, რომლის იქითაც პლანეტას ისეთი ცხელი და დაბინძურებული მომავალი ელოდება, როგორიც მილიონობით წელია, დედამიწას არ გამოუცდია.

რამდენიმე დღის წინ, ჰავაიზე დამონტაჟებულმა სენსორებმა დააფიქსირეს, რომ დედამიწის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის (CO2) კონცენტრაციამ 415 ერთეულს მილიონზე (ppm) გადააჭარბა. ეს პირველი შემთხვევაა კაცობრიობის ისტორიაში.

ნახშირორჟანგის დონემ ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, სიტუაცია საგანგაშოა
მსგავსი: ნახშირორჟანგის დონემ ახალ რეკორდულ ნიშნულს...
11 მაისს, მაუნა-ლოას ობსერვატორიაში ჩაწერილი მონაცემებიდან ირკვევა, რომ CO2-ის კონცენტრაცია 415.26 ppm იყო.

მეტეოროლოგ ერიკ ჰოლთაუსის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა კაცობრიობის ისტორიაში, როცა ჩვენს პლანეტას ატმოსფეროში 415 ppm-ზე მეტი CO2 აქვს.

მისი თქმით, ნახშირორჟანგის ასეთი მაღალი კონცენტრაცია ჩანაწერებში არსად ფიქსირდება, არც მას შემდეგ, რაც ადამიანებმა სოფლის მეურნეობა გამოიგონეს 10 000 წლის წინ; არც ადამიანთა არსებობის ისტორიაში და ზოგადად, ამ სახის პლანეტა ჩვენთვის სრულიად უცხოა.

ნახშირორჟანგის დონემ ატმოსფეროში 400 ppm-ს რამდენიმე წლის წინ მიღწია, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 410 ppm-მდე ავიდა.

140 წელიწადში დედამიწაზე ნახშირბადის დონე საგანგაშო ნიშნულს მიაღწევს - ახალი კვლევა
მსგავსი: 140 წელიწადში დედამიწაზე ნახშირბადის დონე...
ატმოსფერული ნახშირორჟანგის ეს შხამიანი ტალღა დედამიწაზე სიცხეს აკავებს. მეცნიერებმა კარგად იცოდნენ, რომ 2019 წელს მისი დონე ამ ნიშნულს აუცილებლად მიაღწევდა.

Scripps-ის CO2-ის პროგრამის დირექტორის, რალფ კილინგის განცხადებით, ზრდის საშუალო მაჩვენებელი კვლავ მაღალი რჩება.მისი თქმით, ამ პროცესზე წიაღისეული საწვავის შემდეგ ყველაზე დიდ გავლენას ელ-ნინიოს მკაცრი ეფექტი ახდენს. ელ-ნინიო არის წყნარი ოკეანის პერიოდული გათბობა, რომელიც გლობალური ამინდის მახასიათებლებს ცვლის.

რეალური პრობლემა კი მართლაც წიაღისეული საწვავია.

1910 წლისთვის ატმოსფეროში CO2-ის კონცენტრაცია 300 ppm იყო, უფრო მაღალი, ვიდრე ბოლო 800 000 წლის განმავლობაში. შემდეგი ერთი საუკუნის განმავლობაში კი მაჩვენებელმა 100 ppm-ზე მეტით მოიმატა.

„დრო იწურება“ - 15 000 მეცნიერის რადიკალური გაფრთხილება კაცობრიობას დედამიწის ბედთან დაკავშირებით
მსგავსი: „დრო იწურება“ - 15 000 მეცნიერის რადიკალური...
თუკი ნახშირორჟანგის კონცენტრაცია დედამიწის ატმოსფეროში თანდათან კიდევ გაიზრდება, ჩვენს პლანეტაზე კიდევ უფრო მეტი სიცხე ჩაიჭედება. ეს კი გლობალური დათბობის მომავალს ისეთს გახდის, როგორი გარემოც დედამიწაზე ასობით მილიონი წლის წინ იყო.

ბოლოს, როცა დედამიწაზე ნახშირორჟანგის ასეთი მაღალი კონცენტრაცია იყო, სამხრეთ პოლუსთან ტყეები იყო გადაჭიმული.

ადამიანებს წარმოდგენაც არ გვაქვს, როგორი და რა სახის ზიანი შეიძლება მოგვიტანოს CO2-ის ppm-ის ასე ძლიერ მატებამ, თუკი პროცესს სასწრაფოდ არ შევაჩერებთ.

მეცნიერებმა მარტივად შექმნეს მინერალი, რომელსაც ატმოსფეროში CO2-ის შთანთქმა შეუძლია
მსგავსი: მეცნიერებმა მარტივად შექმნეს მინერალი, რომელსაც...
ყველაზე უარესი სცენარის მიხედვით, შორეულ მომავალში, დახეთქილი, უსიცოცხლო დედამიწა უფრო ტოქსიკური უცხო პლანეტა იქნება, ვიდრე სიცოცხლის ერთადერთი ნავსაყუდელი — ცაში გაქრება ღრუბლები, ოკეანეები ადუღდება და ბოლოს აორთქლდება.

„ჩვენ ვაგრძელებთ წიაღისეული საწვავის გამოყენებას, ნახშირორჟანგი კი აგრძელებს ჰაერში დაგროვებას. ყველაფერი ასე მარტივად არის“, — ამბობს კილინგი.

ეს წლები, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, უკანასკნელი შესაძლებლობაა ამ პროცესთა შესაჩერებლად, თორემ შემდეგ, ალბათ ძალიან გვიან იქნება.

იმედი არსებობს, მაგრამ ამ გამანადგურებელი პროცესის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით, ენერგიის მიღებისა და ეკონომიკის ცვლილების გზით.
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული აპოკალიფსური აღსასრული გარდაუვალი არ არის, მაგრამ სიტუაცია სულ უფრო უიმედო ხდება. როგორც ახალი ანალიზები მეტყველებს, გადაუდებელი და დრამატული ცვლილებების გარეშე, კლიმატის ცვლილება შესაძლოა, კაცობრიობის ცივილიზაციის ეგზისტენციალური საფრთხე გახდეს, რომელსაც თავიდან ვეღარ ავიცილებთ.

ზღვის დონე მოსალოდნელზე სწრაფად იმატებს, უდიდეს სანაპირო ქალაქებს დატბორვა ემუქრება
მსგავსი: ზღვის დონე მოსალოდნელზე სწრაფად...
ახალი მოხსენების მიხედვით, კლიმატური მოდელები ხშირად სათანადოდ ვერ აფასებს ყველაზე ექსტრემალურ სცენარებს.

მესიჯი მარტივია — თუკი მომდევნო 30 წლის განმავლობაში კლიმატთან მიმართებაში არაფერს ვიღონებთ, სრულიად შესაძლებელია, რომ ჩვენი პლანეტა 3°C-ით გათბეს და ჩამოიშალოს ადამიანთა ცივილიზაცია ჩვენთვის ცნობილი ფორმით.

ავტორთა განმარტებით, ამ სცენარის მიხედვით, დედამიწა უზარმაზარ სათბურად გადაიქცევა, რომელშიც ხმელეთის 35 პროცენტი და მოსახლეობის 55 პროცენტი წელიწადში 20 დღის განმავლობაში „სასიკვდილო სიცხის ქვეშ იქნება, ადამიანთა სიცოცხლისუნარიანობის ზღვარს მიღმა“.

ნახშირორჟანგის დონემ ატმოსფეროში კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მაღალ, საგანგაშო ნიშნულს მიაღწია
მსგავსი: ნახშირორჟანგის დონემ ატმოსფეროში კაცობრიობის...
კოლაფსირდება ეკოსისტემა, მათ შორის მარჯნის რიფები, ამაზონის ჯუნგლები და არქტიკა. ჩრდილოეთ ამერიკას თავს დაატყდება ტყის ხანძრები, სითბური ტალღები და გვალვები. სასტიკად შემცირდება აზიის დიდი მდინარეები და ზოგადად, წყლის ხელმისაწვდომობა მსოფლიოში, რაც ორ მილიარდამდე ადამიანს დააზარალებს.

მექსიკასა და ცენტრალურ ამერიკაში ნალექების რაოდენობა განახევრდება და შედეგად, სოფლის მეურნეობა მშრალი სუბტროპიკებისათვის არახელსაყრელი გახდება. გაბატონდება ნახევრად ელ-ნინიოს მდგომარეობა და სიცხის მომაკვდინებელი ტალღები ზოგიერთ რეგიონს წელიწადში თითქმის 100 დღის განმავლობაში შეუტევს. ნახევარ მილიარდზე მეტ ადამიანს იძულებით გადაადგილება მოუწევს.

როგორც ავტორები წერენ, ეს სცენარი თანდათან მიგვიყვანს „სრულ ქაოსთან“ და საბოლოოდ, დასრულდება ადამიანთა ცივილიზაცია და თანამედროვე საზოგადოება ჩვენთვის ცნობილი ფორმებით. ამავე დროს, მთავარი გამოწვევა გახდება გლობალური უსაფრთხოება, პოლიტიკური პანიკა კი ჩვეულებრივი ნორმა.

„დრო იწურება“ - 15 000 მეცნიერის რადიკალური გაფრთხილება კაცობრიობას დედამიწის ბედთან დაკავშირებით
მსგავსი: „დრო იწურება“ - 15 000 მეცნიერის რადიკალური...
მათი აზრით, ერთადერთი გამოსავალია რევოლუციური, ნულოვანი ნახშირბადის მსოფლიო მასშტაბის ენერგია, მრეწველობა და ეკონომიკური სტრატეგია, რომელიც ნაკლებად იქნება ფოკუსირებული კლიმატის სტრატეგიაზე, უფრო მეტად კი აქცენტს გააკეთებს ექსტრემალურ სცენართა დაგეგმვაზე.

კვლევის მიხედვით, რისკების შესამცირებლად და ადამიანთა ცივილიზაციის დასაცავად, საჭიროა უახლოეს ათწლეულში მოხდეს რესურსების მასობრივი გლობალური მობილიზაცია და აიგოს ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე სამრეწველო სისტემა, დაიწყოს უსაფრთხო კლიმატის აღდგენა.

მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის მოდელები კვლევებისთვის გამოსადეგია, დოკუმენტი შენიშნავს, რომ ეს ხელსაწყო ხშირად ცდება და ფოკუსირებას გვაიძულებს საშუალოვადიან შედეგებზე. გრძელვადიანი შესაძლებლობების იგნორირებით კი ცუდად ვართ მომზადებული მოულოდნელი კატასტროფული მოვლენებისათვის, რომლებიც აუცილებლად მოხდება.

გრენლანდიაში ყინული 6-ჯერ უფრო სწრაფად დნება, ვიდრე 1980-იან წლებში - ახალი კვლევა
მსგავსი: გრენლანდიაში ყინული 6-ჯერ უფრო სწრაფად დნება, ვიდრე...
შესაძლოა, ეს ყველაფერი ზედმეტად დრამატულად და გადაჭარბებულად ჩანს, მაგრამ ასეთი მოვლენების ალბათობა იმაზე მაღალია, ვიდრე გვგონია.

დღეს არსებულ კლიმატურ მოდელთა უმეტესობა კონსერვატიულია და მხედველობაში არ იღებს ზოგიერთ ისეთ ფაქტორს, რომელიც ხელს უწყობს დათბობას; მათ შორის არის სათბურის აირების გამოყოფა მრავალწლოვანი მზრალობის ნიადაგებიდან, დასავლეთ ანტარქტიდის მყინვარების დნობა, ოკეანისა და ხმელეთის მიერ ატმოსფეროდან CO2-ის შთანთქმის შემცირება.

როგორც ავტორები განმარტავენ, ბიზნესზე გათვლილი სცენარის მიხედვით, 2050 წლისთვის ტემპერატურა 2,4°C-ით მოიმატებს. თუკი ამას ზემოთ ხსენებულ დამატებით ეფექტებსაც დავუმატებთ, მივიღებთ კიდევ 0,6°C-ს, რასაც ამჟამინდელი მოდელები უარყოფს.
კლიმატის ცვლილების შერბილება და მის შედეგებთან ადაპტაცია, კლიმატური პოლიტიკის შექმნა და სათბური აირების გაფრქვევის შემცირება განიხილება აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის რეგიონულ შეხვედრაზე, რომელიც დღეს თბილისში გაიხსნა. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული ინიციატივის, EU4Climate, ფარგლებში.

ორდღიან ღონისძიებას ესწრებიან აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის მთავრობების წევრები. შეხვედრის მუშაობაში ასევე ჩართულები არიან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), ჰოლანდიის სამეფო მეტეოროლოგიური ინსტიტუტისა და მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის წარმომადგენლები.

რეგიონული შეხვედრის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ხელშეწყობა პარიზის შეთანხმების(link is external) შესრულების საქმეში, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აერთიანებს და კლიმატის ცვლილების დასაძლევად მიმართული საერთაშორისო ძალისხმევის საკვანძო დოკუმენტს წარმოადგენს.

„მთელს მსოფლიოში კლიმატის ცვლილება საფრთხეს უქმნის ეკოსისტემებს, ეკონომიკასა და ადამიანებს“, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა. „ჩვენი ქვეყანა მზადაა უფრო აქტიურად ჩაერთოს პარიზის კონვენციის შესრულებაში. საქართველოს მთავრობა უკვე განიხილავს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განახლებისა და სამიზნე მაჩვენებლების გაზრდის შესაძლებლობას. ამის გათვალისწინებით, ჩვენ მივესალმებით ევროკავშირთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებას კლიმატის ცვლილების გლობალური გამოწვევის დასაძლევად.“

„ევროკავშირი კლიმატის ცვლილებასთან საერთაშორისო ბრძოლის წინა ხაზზეა“, - აღნიშნა ალექსანდრე დარასმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორის კოორდინატორი. „მოხარულები ვართ ჩვენი თანამშრომლობით საქართველოსთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებთან კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის, მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის და ამ საკითხებში საზოგადოებრივი მხარდაჭერის გაზრდის მიმართულებით“.

რეგიონული შეხვედრის პირველ დღეს მონაწილეებმა იმსჯელეს თითოეული ქვეყნის ეროვნულ დონეზე განსაზღვრულ წვლილზე (NDC), რომელიც პარიზის შეთანხმების შესრულებას და სათბური აირების გაფრქვევის შემცირებას ემსახურება. ისინი შეთანხმდნენ, რომ ქვეყნებმა უფრო ამბიციური გეგმები უნდა დაისახონ პარიზის შეთანხმების შესრულების გზაზე.

„კლიმატის ცვლილება როგორც გამოწვევა, ასევე შესაძლებლობაა“, - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა  საქართველოში, ლუიზა ვინტონმა. „ეს ჩვენი შანსია ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებულ წარმოდგენებს გადავხედოთ, მოხმარებაზე ორიენტირებული ცხოვრების წესი შევცვალოთ და გარემოსადმი მეგობრული დასაქმების შესაძლებლობები შევქმნათ, რაც ბუნებრივი რესურსების განადგურების ნაცვლად, მათ შენარჩუნებას წაადგება. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის გამოცდილების გაცვლა დაგვეხმარება, უკეთ დავიცვათ თავი კლიმატის ცვლილებისგან და შევქმნათ საფუძველი რეგიონული თანამშრომლობისთვის“.  

თბილისში გამართული ღონისძიება რეგიონული შეხვედრების ნაწილია, რომელიც EU4Climate პროგრამის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში იმართება. წელს უკვე გაიმართა ორი შეხვედრა მოლდოვაში, სადაც ქვეყნების  წარმომადგენლებმა დაბალემისიური განვითარების სტრატეგიების შექმნაზე და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციაზე იმსჯელეს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იაპონელი ძიუდოისტი, ჯოშირო მარუიამა დაქორწინდა
ბელარუსი ოპოზიციონერები ვიქტორ ბაბარიკო და მარია კოლესნიკოვა უკრაინაში გადაიყვანეს
ჰოლივუდის მსახიობი პიტერ გრინი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის კოლესნიკოვი, ბიალაცკი და ბაბარიკო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი