14:11 - 27 May, 2020
2019-12-24 17:08:23, 954 ნახვა

საზოგადოება
ფერმერებს კარტოფილის ახალი ჯიშები გააცნეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე,  მეკარტოფილე-ფერმერებს და აგრარული დარგის სპეციალისტებს კარტოფილის ახალი ჯიშები გააცნეს.

„კარტოფილის კულტურა ერთ-ერთი წამყვანია სოფლის მეურნეობაში. საქართველოს აქვს პოტენციალი, ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის, როგორც სათესლე, ისე სამეურნეო დანიშნულების კარტოფილი. ჩვენი მთავარი მიზანია  ქვეყანაში შემოვიტანოთ მაღალი ხარისხის, პერსპექტიული ჯიშები, დავნერგოთ წარმოების თანამედროვე და ინოვაციური მეთოდები, რათა ხელი შევუწყოთ ადგილობრივი წარმოების კარტოფილის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდას.  ეს საშუალებას მოგვცემს დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა და გავიტანოთ ქართული პროდუქცია ექსპორტზე“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

მეკარტოფილეობის დარგის პოპულარიზაციისა და მეკარტოფილე ფერმერების მხარდაჭერის მიზნით გამართულ ღონისძიებაზე, პერუდან საქართველოში შემოტანილი კარტოფილის 30 ჯიშის გამოფენა-დეგუსტაცია და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებს შესახებ გადაღებული ფილმის „შეარჩიე საუკეთესო და მიიღე მეტი მოსავალი“ პრეზენტაცია გაიმართა.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი კარტოფილის საერთაშორისო ცენტრთან 2016 წლიდან თანამშრომლობს. ცენტრი საქართველოს კარტოფილის ელიტური ჯიშების და ინოვაციური მეთოდების დანერგვაში ეხმარება, რაც ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას და ფერმერების შემოსავლების სტაბილურ ზრდას უზრუნველყოფს. მხარეებმა ერთობლივად შეიმუშავეს მავნებელ-დაავადებებისადმი გამძლე კარტოფილის ჯიშების სათესლე მასალის წარმოების, მოსავლიანობის გაზრდის და დივერსიფიკაციის კვლევების ხუთწლიანი პროგრამა. პროგრამის ფარგლებში, შეირჩა 10-მდე ახალი კარტოფილის კლონი, რომელიც საკარანტინო დაავადების მიმართ გამძლეა.

2017 წლიდან, მეკარტოფილეობის დარგის განვითარების მიზნით, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით, დაიწყო ახალი სამწლიანი პროექტის განხორციელება, რომლის მიზანიც ქართველი ფერმერების საარსებო წყაროს გაუმჯობესება და კარტოფილის თესლის ღირებულებათა ჯაჭვში ეროვნულ მოთამაშეთა შესაძლებლობების გაზრდაა. შემუშავდა კარტოფილის მეთესლეობის გაუმჯობესების ეროვნული გეგმა, რომლის განხორციელება უზრუნველყოფს მეკარტოფილების დარგის განვითარებას, რის შედეგადაც საქართველო დააკამყოფილებს ადგილობრივ ბაზარზე კარტოფილის მოთხოვნას და გახდება კარტოფილის ექსპორტიორი მეზობელ ქვეყნებში.

სათესლე მასალის ხარისხის გაუმჯობესების და ცნობიერების ამაღლების მიზნით, პროექტის ფარგლებში, უკვე გადამზადდა 280-მდე ფერმერი, სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის 34 წარმომადგენელი და 90-მდე მეცნიერი. შეიქმნა სპეციალური  სახელმძღვანელოები  ფერმერებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებისთვის.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

2020-05-27 10:51:38

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით 34 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა

2020-05-27 10:41:49

ბოჭორიშვილის კლინიკაში ორი პაციენტის მდგომარეობა თანმხლები დაავადების გამო, საყურადღებოა

2020-05-27 10:40:09

მარინა ეზუგბაია -კორონავირუსით ინფიცირებული სამივე ახალი პაციენტი საკარანტინე სივრციდანაა

2020-05-27 10:34:35

სოლოღაშვილი - იმ პაციენტებში, ვისთანაც პლაქვენილს ვიყენებდით, ზოგჯერ შეიმჩნეოდა ვირუსის ელიმინაციის უფრო დაჩქარება

2020-05-27 10:20:39

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 20-ით გაიზარდა

ვიდეო/LIVE

გახარიას ანგარიში პარლამენტში - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics