|
2019-12-24 10:39:11, 1805 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძის ხელმძღვანელობით სეულში საქართველო-კორეის რესპუბლიკის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომა გაიმართა
„ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოსა და კორეას შორის ეკონომიკური ურთიერთობები უფრო აქტიურ ეტაპზე გადადის, შექმნილია ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა - მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია, რომლის პირველი სხდომაც სეულში ჩავატარეთ და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი განვიხილეთ. ვფიქრობ, ეს არის კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ორი ქვეყნის აქტიური პარტნიორობის და სამომავლო, მჭიდრო თანამშრომლობისთვის" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ სეულში საქართველო-კორეის რესპუბლიკის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. კომისიის სხდომაში, რომელსაც ქართული მხრიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე, ხოლო კორეის მხრიდან - კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკონომიკურ საკითხებში, იუნ კანგ-ჰიონი უძღვებოდნენ, ორი ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების უწყებათა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი - მხარეებმა ვაჭრობის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკისა და ტურიზმის ხელშეწყობის, მცირე და საშუალო ბიზნესისა და სტარტ-აპების მხარდაჭერის, ინოვაციების და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და შესაბამის ოქმს ხელი მოაწერეს. საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის ხელმძღვანელობით კორეის რესპუბლიკაში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს კორეის სამთავრობო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებთან. გენადი არველაძესთან ერთად კორეის რესპუბლიკაში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი.
სატვირთო მანქანების სომეხი მძღოლები, რომლებსაც კონიაკი გადაჰქონდათ, დაახლოებით ერთი თვეა ლარსზე იმყოფებიან: რუსული მხარე ექსპერტის შეფასებას ითხოვს
ნიუ-დელიში გამართულ საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის ლიდერები დააკავეს
ფავლენიშვილი- უპრეცედენტო შემთხვევაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ადამიანი თვითონ აცხადებს, რომ გახდა გაუპატიურების მსხვერპლი პენიტენციურ სისტემაში
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)