11:58 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-21 11:33:51, 2303 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი რესპუბლიკურ საავადმყოფოს ეწვია

„მე ავიღე თქვენზე პასუხისმგებლობა, რასაც შევასრულებ“ - ასე მიმართა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს.

მინისტრი ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას ეწვია, სადაც სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებს საავადმყოფოსთან დაკავშირებული გეგმები გააცნო და მათგან უფრო დეტალური ინფორმაცია მიიღო.

„მე ვთლი, რომ ეს იყო ძალიან  პროდუქტიული შეხვედრა, მკვეთრად გამოიხატა სამედიცინო პერსონალის განწყობა. ისინი მზად არიან გარკვეული გარდაქმნებისთვის, რომელიც რა თქმა უნდა არ იქნება მარტივი“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სამედიცინო ჰოლდინგის ფარგლებში კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა მომდევნო კვირაში ჩაინიშნა. მინისტრის თქმით, იანვრის დასაწყისში უკვე შემუშავებული იქნება განვითარების გარკვეული სტრატეგია.

მინისტრთან ერთად რესპუბლიკურ საავადმყოფოს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი  თამარ  მელიქიძეც ეწვია, რომლებმაც კლინიკა დაათვალიერეს და ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა განაგრძეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics