|
2015-07-23 16:22:08, 634 ნახვა
ეკონომიკა
კვირიკაშვილის ინფორმაციით, სუბსიდირება მხოლოდ სოციალურად ყველაზე დაუცველი ფენისთვის მოხდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სახელმწიფო სუბსიდირებას მხოლოდ სოციალურად ყველაზე დაუცველი ფენისთვის მოახდენს. "რაც შეეხება სოციალურად ყველაზე დაუცველ ფენას, სახელმწიფო მხოლოდ და მხოლოდ ამ ნაწილში მოახდენს სუბსიდირებას და ეს არ არის ფუფნება, ეს არის აუცილებლობით გამოწვეული სუბსიდირება",-აღნიშნა კვირიკაშვილმა. შეგახსენებთ, სემეკმა „ენერგო პრო ჯორჯიას“ მომხარებლებისთვის ტარიფი 3,348 თეთრით გაზარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საჯარო სხდომაზე იქნა მიღებული. სამომხმარებლო ტარიფი თითოეულ საფეხურზე დაახლოებით 3 თეთრით გაიზარდა. შესაბამისად 101 კვტსთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის აბონენტებისათვის ტარიფი 10.978 თეთრი, 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით - 14.348 თეთრი, ხოლო 301 კვტსთ-დან და მეტი - 18.178 თეთრი გახდა. "ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლების განცხადებით, წარმოდგენილი პროექტით ზრდა საკმარისი არ არის. ისინი დაახლოებით 4,2 თეთრით ზრდას ითხოვდნენ.
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)