|
2019-12-10 15:34:10, 1421 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: ლარი მყარდება და ეს არის ჩვენი კოორდინირებული, მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი
„ლარის გამყარება არის ფაქტი და ეს არის ჩვენი კოორდინირებული, მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მინისტრის თქმით, ეს არის მიმდინარე პროცესი და ლარის გამყარება გაგრძელდება.10 დეკემბრის მონაცემებით, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.88 ლარს შეადგენდა, რაც გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ლარის ყველაზე მყარი კურსია. „ეს არის ჩვენი კოორდინირებული, მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რომელშიც, რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკიც თავის მნიშვნელოვან სიტყვას ამბობს. ჩვენ, ერთი მხრივ, ყველანაირად ვცდილობთ, რომ შევაკავოთ ინფლაცია და ამას ვაკეთებთ წარმატებით, რასაც მალე იგრძნობს მოსახლეობა, მეორე მხრივ, იმისთვის, რომ არ შეფერხდეს ეკონომიკური ზრდა, ვაჩქარებთ პრივატიზაციას, წიაღისეულის ლიცენზირებას და სხვადასხვა ხერხით ხელს ვუწყობთ ექსპორტისა და ტურიზმის განვითარებას. სწორედ ამას ვხედავთ ახლა - ეკონომიკური ზრდა კვლავაც მაღალია, ინფლაციას შევზღუდავთ, ლარი მყარდება" - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)