|
2015-07-23 15:21:02, 658 ნახვა
ეკონომიკა
კახა კალაძე ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებას დოლარის კურსს უკავშირებს
ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის 3.48 თეთრით კორექტირება, დოლარის კურსით არის გამოწვეული. როგორც კალაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ერთ-ერთი ფაქტორია ისიც, რომ საქართველო სექტემბრიდან მარტის თვის ჩათვლით, მეზობელი ქვეყნებიდან ელექტროენერგიას ყიდულობს. „გავიგეთ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება, მოხდა არსებული ტარიფის 3.48 თეთრით მოხდა ტარიფის კორექტირება. თქვენ იცით, რომ როდესაც მოვედით ხელისუფლებაში, მაშინვე დავიწყეთ მოლაპარაკებები ტარიფის შემცირებაზე, მოვახერხეთ ტარიფის შემცირება 3.54 თეთრით. განსხვავებული რეალობა გვაქვს მესამე წელს. თქვენ იცით, რომ დოლარის გამყარებამ მსოფლიოში, მათ შორის ლართან ეს პროცესები გამოიწვია. ამასთან, ჩვენდა სამწუხაროდ გვიხდება მეზობელი ქვეყნებიდან ელექტროენერგიის შემოტანა, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, სადაც ყოველწლიურად დაახლოებით 10%-ით მატულობს ელექტროენერგიის ფასი“,-განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, სემეკმა „ენერგო პრო ჯორჯიას“ მომხარებლებისთვის ტარიფი 3,348 თეთრით გაზარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საჯარო სხდომაზე იქნა მიღებული. სამომხმარებლო ტარიფი თითოეულ საფეხურზე დაახლოებით 3 თეთრით გაიზარდა. შესაბამისად 101 კვტსთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის აბონენტებისათვის ტარიფი 10.978 თეთრი, 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით - 14.348 თეთრი, ხოლო 301 კვტსთ-დან და მეტი - 18.178 თეთრი გახდა. "ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლების განცხადებით, წარმოდგენილი პროექტით ზრდა საკმარისი არ არის. ისინი დაახლოებით 4,2 თეთრით ზრდას ითხოვდნენ.
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბია - Global Finance
საქართველოს ბანკი, Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის მხარდამჭერია
მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა
ოცნების ხელისუფლებასთან დაახლოებულ ვისოლს უნდა რომ წვრილმანი კომპანიები მოახრჩოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)