2019-12-07 13:49:45, 1854 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს მომსახურების სააგენტო 6-სიმბოლოიანი სანომრე ნიშნების შეცვლის ვადებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის 6-სიმბოლოანი სანომრე ნიშნები ძალაშია 2020 წლის 1 სექტემბრამდე და მისი შეცვლა სავალდებულოა შემდეგ შემთხვევებში:
✔ დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშნის აღდგენისას;
✔სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში.
ამასთან, იმ პირებისთვის, ვინც ფლობს ძველი ნიმუშის ფასიან სანომრე ნიშნებს, მათი არსებული დიზაინის სანომრე ნიშნით შეცვლა მოქმედების ვადის ამოწურვამდე სავალდებულო არ არის“, - ნათქვამია მომსახურების სააგენტოს განცხადებაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),