|
2019-12-06 14:45:40, 719 ნახვა
საზოგადოება
„თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება Shell-ის და Mobil-ის ძრავის ზეთებზე
„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს სპეციალურ შეთავაზებას სთავაზობს საცხებ-საპოხ მასალებსა და ფილტრებზე. შეთავაზების ფარგლებში პრემიუმ კლასის ბრენდების Shell-ის და Mobil-ის საავტომობილო ძრავის ზეთის შეძენისას, გადახდილი თანხის 30%-ს მიიღებთ ქეშბექის სახით. ამასთანავე Honda-ს, Lexus-ის და Toyota-ს მარკის ავტომობილების მფლობელები ისარგებლებენ გადაცემათა კოლოფის ზეთის უფასო შეცვლის სერვისით, ხოლო Toyota Prius-ის ძრავის ზეთებზე და ფილტრებზე მოქმედებს სპეციალური ფასები. ასევე ზამთრის სეზონზე ავტომობილის გამართული მუშაობისთვის მეტად მნიშვნელოვანია „ანტიფრიზი“, „თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრებში წარმოდგენილია „ანტიფრიზები“ 6 ლარიდან. აღნიშნული შეთავაზებები მოქმედებს „თეგეტა მოტორსი“-ს ყველა ფილიალში, მთელი საქართველოს მასშტაბით. ავტომობილის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის ზეთის შეცვლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ძრავის შეზეთვის სისტემის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია ძრავში ზეთის დონე მუდმივად შენარჩუნდეს დადგენილ ნორმაში, ამიტომ მნიშვნელოვანია პერიოდულად ვაკონტროლოთ ის. საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია დაემატოს იგივე ძრავის ზეთი, რომლითაც შევსებულია სისტემა. ძრავში ზეთის შეცვლა ხდება ორი ფაქტორის გათვალისწინებით: ავტომობილის გარბენის სიდიდით და ძრავში ზეთის გამოყენების პერიოდის ხანგრძლივობით. აღნიშნული ფაქტორები განაპირობებს ძრავში ზეთის თვისებების გაუარესებას, რასაც განსაზღვრავს არა მხოლოდ ძრავის ექსპლუატაცია, არამედ ზეთის ბუნებრივი დაძველებაც. “თეგეტა მოტორსი” მომხმარებელს ავტომობილის ძრავის ზეთების ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. კომპანია გახლავთ საცხებ-საპოხი მასალების სეგმენტში პრემიუმ კლასის ბრენდების ოფიციალური დილერი საქართველოში, როგორებიც არიან - Shell, Motul და Mobil. „თეგეტაში“ ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ შედარებით დაბალბიუჯეტური ბელგიური და გერმანული ბრენდების Fuchs-ის და Champion-ის საცხებ-საპოხი მასალები.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)