04:13 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-05 13:37:57, 1205 ნახვა

საზოგადოება
ბექა ბასილაია: პოლიციელები ძალადობის ფაქტებზე ხშირად არ რეაგირებენ, თუ მსხვერპლი ოპოზიციის მხარდამჭერია

„პოლიციელები ძალადობის ფაქტებზე ხშირად არ რეაგირებენ, თუ მსხვერპლი ოპოზიციის მხარდამჭერია“, - ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.

მისი თქმით, იურისტთა ჯგუფი საჯარო მოხელეთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მუშაობას იწყებს.

„ჩვენ გვაქვს პოლიციის მხრიდან სამწუხაროდ, დანაშაულებრივი უმოქმედობის ფაქტები, როდესაც ისინი არიან ძალადობის უშუალო შემსწრეები, მაგრამ ამაზე არ რეაგირებენ, რადგან დანაშაულის და ძალადობის მსხვერპლი არიან ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები, მოქალაქეები, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილნი. ყველა ეს ქმედება არის ცალსახად დანაშაული, რიგ შემთხვევაში - უფლებამოსილების გადამეტება, რიგ შემთხვევაში კიდევ უფრო მძიმე დანაშაულები. ჩვენი იურიდიული ჯგუფი იწყებს მუშაობას იმ საჯარო მოხელეთა მხრიდან უფლებამოსილებების გადამეტების ფაქტებზე, ვინც უშუალოდ ჩართული არიან პოლიტიკურ პროცესებში ძალადობრივი გზით“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics