|
2019-12-04 13:15:42, 1616 ნახვა
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული ტურიზმის კვლევის პრეზენტაციას დაესწრო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის „ჩამოსვლის მიღმა - ახალი შესაძლებლობები ქართული ფირმებისთვის ტურიზმის გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვებში" პრეზენტაციაში, რომელსაც ასევე დაესწრო მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი. მსოფლიო ბანკის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ერთობლივად წარდგენილი ეს ანგარიში მთავრობასთან მსოფლიო ბანკის გრძელვადიანი თანამშრომლობის ნაწილია ტურიზმის პოტენციალის განვითარების მიმართულებით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების პირველი მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ტურიზმი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია. ამის მიუხედავად, სექტორის უფრო მეტად და მიზნობრივად განვითარებისთვის მიმდინარეობს არაერთი რეფორმა, რომლის მიზნებსაც საქართველოს ტურისტული ბაზრის დივერსიფიკაცია, მომსახურების ხარისხის ამაღლება, ახალი ტურისტული მიმართულებებისა და პროდუქტების შექმნა და საბოლოო ჯამში, ქვეყანაში უფრო მაღალ მხარჯველუნარიანი ვიზიტორების ჩამოყვანა წარმოადგენს. „მსოფლიო ბანკის ანგარიში მნიშვნელოვანია ერთის მხრივ საქართველოს ტურიზმის განვითარების სტრატეგიის განხორციელებისათვის, რომელიც მთავრობამ მსოფლიო ბანკთან კოოპერაციით შექმნა და მეორე მხრივ, ანგარიში შესაძლებლობაა კერძო სექტორისა და საერთაშორისო დონორების ჩართულობით დავსახოთ ახალი გამოწვევების დაძლევის გზები," - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ. მსოფლიო ბანკის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ორ ცენტრალურ შეკითხვაზე - როგორ ცვლიან ახალი ტენდენციები ტურიზმის გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვების სტრუქტურას და როგორ შეუძლიათ ქართულ ფირმებს ასეთი ცვლილებებიდან სარგებლის მიღება, ასევე რა სახის დარგობრივი პოლიტიკის რეფორმები, ინვესტიციები ან უნარების განვითარებაა საჭირო საქართველოს ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვებში კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად. მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსის განცხადებით, ტრადიციული საქმიანობა, როგორიცაა, მაგალითად, კულინარული სერვისები, საცხოვრებლით უზრუნველყოფა, გიდების მომსახურება და სასტუმრო ბიზნესის ტრენინგის დაწესებულებების არსებობა, ტურიზმისთვის უმნიშვნელოვანეს საყრდენ წერტილად დარჩება, მაგრამ, გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვების სტრუქტურის ცვლილებასთან ერთად საქართველოს შესაძლებლობა აქვს კონკურენტუნარიანი გახდეს მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე განვითარებად მიმართულებებში. „ქართული კომპანიები მოახერხებენ ახალი შესაძლებლობების გამოყენებას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი თანამედროვე ტენდენციების შესაბამისად იქნებიან აღჭურვილნი და კონკურენციას გაუწევენ უცხოურ კომპანიებს," - განაცადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა. პრეზენტაციას ტურიზმის სექტორისა და საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)