|
2019-12-04 12:55:49, 1043 ნახვა
საზოგადოება
ლადო ასათიანის ქუჩაზე მულტიფუნქციური სპორტული დარბაზი მოეწყობა
2020 წლიდან, მთაწმინდაზე, ლადო ასათიანის ქუჩის N50-ში სპორტული ცენტრის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება, რომლის შემდეგაც მულტიფუნქციური დარბაზი მოეწყობა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ სხდომაზე სპორტული დარბაზის მაკეტი წარმოადგინა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება. გვინდა, რომ ყველა რაიონში იყოს მულტიფუნქციური ცენტრები. პარალელურად, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად დავიწყეთ სპორტული ცენტრების მშენებლობა. რამდენიმე დღის წინ ვარკეთილში ვიყავით, სადაც ასეთივე ძალიან კარგი ცენტრი გაიხსნა, ორი საფეხბურთო მოედნითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით. გვსურს, ყველა რაიონთან დაკავშირებით ასეთი დამოკიდებულება გვქონდეს, რათა ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს მიეცეთ საშუალება, ნორმალურ პირობებში ივარჯიშონ და გამოავლინონ საკუთარი ნიჭი. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი წარმატებული ახალგაზრდა გვეყოლება, რომლებიც თავიანთი სპორტული ნიჭით საკუთარ ოჯახებსა და ქვეყანას ასახელებენ. მიხარია, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები იდგმება და მათი მხარდაჭერა და თანადგომა ხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მულტიფუნქციური სპორტული დარბაზის მოსაწყობად უკვე შესყიდულია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება, რომელზეც 81 420 ლარი დაიხარჯება, ხოლო პროექტის განხორციელების სავარაუდო ღირებულებაა 1 712 942 ლარი.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)