|
2019-12-04 12:01:30, 1211 ნახვა
საზოგადოება
კანდელაკის ქუჩაზე წყალარინების ქსელის დაზიანების გამო, კომპანია „თელასი“ დაჯარიმდება
კანდელაკის ქუჩაზე, წყალარინების ქსელის დაზიანების გამო, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია კომპანია „თელასს“ დააჯარიმებს. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, წყალარინების მილის ვიდეოინსპექტირების შედეგად, დადგინდა, რომ აღნიშნულ ქუჩაზე ახლადრეაბილიტირებული ქსელი დაზიანებული იყო. „კანდელაკის ქუჩის რეაბილიტაცია რამდენიმე თვეა დავასრულეთ. ორი კვირის წინ, მოსახლეობას აღნიშნულ ქუჩაზე დაფიქსირებული პრობლემის შესახებ ვაცნობე. ორ კონკრეტულ მონაკვეთზე დაზიანებული იყო წყალარინების ქსელი. ეს დადგინდა მას შემდეგ, რაც ტერიტორია სპეციალური აპარატით შემოწმდა. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღნიშნულ აპარატს იყენებს იმისთვის, რომ ახლადგაკეთებული ქსელი შეამოწმოს. ერთ-ერთი ასეთი შემოწმების დროს, დაფიქსირდა ორი ადგილი, სადაც წყალარინების რეაბილიტირებული მილები იყო დაზიანებული. ცხადია, აქ ვიღაცას ნაწარმოები ჰქონდა მიწის ბურღვის სამუშაოები“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძის თქმით, ორივე კონკრეტულ მონაკვეთზე დაზიანება უკვე გამოსწორებულია. ამასთან, დედაქალაქის მერმა შესაბამის სამსახურს დაავალა, რომ „თელასის“ ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია შედგეს და მსგავსი რამ მომავალში არ განმეორდეს. „დავიწყეთ პრობლემის შესწავლა. დღეს, ორივე მონაკვეთი აღდგენილი და მოწესრიგებულია, თუმცა გვაქვს სხვა პრობლემა. ეს ყველაფერი დააზიანა კომპანია „თელასმა“. არ მესმის ეს დამოკიდებულება ქალაქის და იქ მცხოვრები ადამიანების მიმართ. იყო ახალი აშენებული კორპუსი და იქ რომ ელექტროენერგია შეეყვანათ, ბურღვის სამუშაოები ისე აწარმოეს, რომ ახლადრეაბილიტირებული წყალარინების სისტემა დააზიანეს. ეს ნამდვილად მიუღებელია. შესაბამისად, აუცილებლად იქნება ჯარიმა გამოწერილი. დაიბარეთ ხელმძღვანელობა და აუხსენით, რომ მსგავსი მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ არავის ვაფერხებთ და არც თანამშრომლობაზე ვამბობთ უარს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)