01:40 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-03 09:08:52, 979 ნახვა

საზოგადოება
მაშველები ჯანდარას ტბაზე დაკარგულ ორ მამაკაცს მთელი ღამე ეძებდნენ - ვიდეო

რთული მეტეოროლოგიური პირობების და ცუდი ხილვადობის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებს, სასაზღვრო პოლიციასთან და დაკარგულების ახლობლებთან ერთად, ჯანდარას ტბის სანაპიროზე საძიებო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში არ შეუწყვეტიათ. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

შემთხვევის ადგილზე ჩასული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, მისი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ისინი ადგილზე გაეცნენ საძიებო სამუშაოების მიმდინარეობას.

საძიებო სამუშაოებში დღის განმავლობაში ჩართული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, ასევე ჩაერთო აზერბაიჯანული მხარის მფრინავი აპარატი, რომელიც ძებნას აზერბაიჯანულ მხარეს აწარმოებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში, ჯანდარის ტბაზე ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ორ დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში შემოვიდა. შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ და სამაშველო ოპერაცია დაიწყეს. ტერიტორიისა და სიტუაციის შესწავლის შემდეგ, საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვა გადაწყდა.

მთელი დღე ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველთა 10 კაციანი ჯგუფი. ასევე, ადგილზე იმყოფებოდა განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების ბაზის 5-კაციანი ეკიპაჟი.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics