2019-12-02 18:11:16, 1264 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მენინგიტის შემთხვევა დაფიქსირდა
თბილისის ერთ-ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მენინგიტის შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ამის გამო, მშობლების ნაწილი შვილების სკოლაში გაშვებისგან თავს იკავებს.
მენინგიტის შესახებ ინფორმაცია 92-ე საჯარო სკოლის დირექტორმაც დაადასტურა.
მისი განცხადებით, ამ დროისთვის მოსწავლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„სამწუხაროდ დაფიქსირდა მენინგიტის შემთხვევა, შესაბამისად სკოლამ მივიღეთ ყველა საჭირო ღონისძიება, შევატყობინეთ შესაბამის სამსახურებს და იმ დღესვე ჩატარდა დეზინფექცია.
დღევანდელი დღის ინფორმაციით, მხოლოდ და მხოლოდ ერთ შემთხვევაზეა საუბარი და ბავშვიც უკვე პალატაშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა სკოლის დირექტორმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,